კამერონ დიასი: "მე მიყვარს მამაკაცები და ამას არ ვმალავ"

კამერონ დიასი: "მე მიყვარს მამაკაცები და ამას არ ვმალავ"

კამერონ დიასს მამაკაცების გულთამპყრობელად იცნობენ. მას ჰქონდა რომანი მუსიკოს ჯარედ ლეტოსთან, მსახიობ მეტ დილონთან და ბეისბოლისტ ალექს როდრიგესთან. ყველაზე გახმაურებული სასიყვარულო ურთიერთობა ჯასტინ ტიმბერლეიკს უკავშირდება, რომელთანაც კამერონმა 5 წელი გაატარა.

ამ უკანასკნელთან განშორება კამერონმა ძალიან რთულად გადაიტანა.

"განშორების შემდეგ 1 წლის განმავლობაში არავის ვხვდებოდი. ეს ჩემი გაცნობიერებული გადაწყვეტილება იყო. მარტო ყოფნა მინდოდა. ახლა მე და ჯასტინი ვმეგობრობთ. ის ნიჭიერი, გონებამახვილი და მხიარულია. არავის ეგონა, რომ დაშორების შემდეგ ერთად მუშაობას შევძლებდით, მაგრამ ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ. შესანიშნავად შევეწყვეთ ერთმანეთს ფილმ "ძალიან ცუდი მასწავლებლის" გადაღებებზე", - აღნიშნა მსახიობმა..

- ბევრი მსახიობი ქალი განიცდის, როდესაც 40 წლის ხდება, თქვენ კი თქვენს ასაკს ენთუზიაზმით ხვდებით...

- ვგიჟდები ჩემს ასაკზე! და რაც უფრო მემატება წლები მით უფრო მიყვარდება საკუთარი თავი. ცოტა ხნის წინ 22 წლის ბიჭმა მკითხა ასაკი. ვუპასუხე და გაოცდა და მკითხა" არ გეშინიათ?". მაშინვე ვუპასუხე: "არა შვილო და არც შენ გირჩევ იმას, რომ გეშინოდეს". ჯანდაბა! ჩვენ ხომ ჩვენით შევდივართ ჩიხში ამ ასაკობრივი შიშების გამო. არადა ცხოვრება წლებთან ერთად გაცილებით უფრო კარგი ხდება. ახლა თავს უფრო ლამაზად და მიმზიდველად ვგრძნობ, ვიდრე ახალგაზრდობაში. ჩემი სხეულიც უფრო მომწონს.

- როგორი მამაკაცები მოგწონთ?

- საკუთარ თავში და საკუთარ საქმიანობაში დარწმუნებულები. სიმართლე გითხრათ არ მაქვს მახასიათებლების გრძელი სია, რომელიც პაემნებზე დამაქვს. ბიჭებთან შეხვედრა 16 წლიდან დავიწყე. ურთიერთობებში ინსტინქტებს ვეყრდნობი. ძალიან მიყვარს მამაკაცები და არ ვმალავ ამას. ჯანდაბა, მე ხომ ნამდვილი ქალი ვარ! მაჭანკლობაც ძალიან მიყვარს. თუ ვინმე არ მომწონს არც ამას ვმალავ. არ მოვაჩვენებ თავს. ეს იმიტომ, რომ არ მეშინია იმის, რასაც ჩემზე იტვყვიან ან იფიქრებენ. არ მეშინია იმის, რომ ვინმეს არ მოვეწონები. როდესაც რომანი მაქვს, საყვარლის მიმართ ძალიან ლოიალური ვარ. ვარ ერთგული და თავდადებული, მზად ვარ ყველაფერში გვერდით დავუდგე და დავეხმარო. მე მართლა ძალიან კარგი პარტნიორი შემიძლია ვიყო.

- შეგიძლიათ ერთი სიტყვით აღწეროთ თქვენი ცხოვრებისეული პოზიცია ან ფილოსოფია?

- დიახ. ჩემთვის ბედნიერების გასაღები მადლიერებაა. ყოველთვის მადლიერი ვარ ჩემი ბედისწერის იმისთვის, რაც მაქვს. ჩემი აზრით, ძალიან უმადურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. მხოლოდ რაღაცის დაკარგვის შემდეგ იწყებენ ადამიანები დაფასებას. არ მესმის როგორ ამბობენ ადამიანები: კოლეჯში ჩემი საუკეთესო წლები გავატარე, ან რაიმე მსგავსს. არავითარ შემთხვევაში! ახლა, აი, ამ წუთას ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტია. შემდეგი წუთიც ასეთი იქნება! აი როდესაც ამას ხვდები, ესე იგი დაბრძენდი და ცხოვრება ისწავლე!

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება