ჰოლი ბერი თხოვდება

ჰოლი ბერი თხოვდება

მსახიობი ჰოლი ბერი 14 ივლისს თხოვდება. სად გაიმართება მსახიობისა და მისი რჩეულის, ოლივიე მარტინესის საქორწინო ცერემონია, უცნობია. ასევე არ სახელდება დღესასწაულის სტუმართა რაოდენობა.

ადრე 46 წლის ბერიმ განაცხადა, რომ გრანდიოზულ ქორწილს არ გეგმავს და სურს, რომ ცერემონია ინტიმურ ატმოსფეროში გაიმართოს. 

მსახიობის პირადი ცხოვრება ყოველთვის მრავალფეროვანი იყო. ჰოლი დაშორება-განქორწინების სკანდალური სცენებით ყვითელ პრესაში ხშირად ჩნდებოდა.

მსახიობი პირველად 1993 წელს გათხოვდა ბეისბოლისტ დევიდ ჯუსტიზე. მისი მეორე ქმარი კომპოზიტორი ერიკ ბენეტი იყო. წყვილი 2003 წელს განქორწინდა. 2005 წელს ვარსკვლავმა ახალი საყვარელი, მოდელი გაბრიელ ობრი გაიჩინა და მისგან ქალიშვილი, ნაილა შეეძინა. 2010 წელს ბერი საყვარელს დაშორდა.

რამდენიმე თვეში კი საზოგადოებას ახალი საყვარელი, ფრანგი მსახიობი ოლივიე მარტინესი გააცნო. 2012 წელს მათ გრანდიოზული ნიშნობა გამართეს. ამჟამად მსახიობი საქმროსგან ბავშვს ელოდება.

მომზადებულია E! Online-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება