სან-ფრანცისკოში ჩამოვარდნილი ბოინგის პილოტი ლაზერით დააბრმავეს

სან-ფრანცისკოში ჩამოვარდნილი ბოინგის პილოტი ლაზერით დააბრმავეს

6 ივლისს, სან-ფრანსიცკოს აეროპორტში ჩამოვარდნილი ლაინერ Boeing 777-200-ის ერთ-ერთი პილოტის მტკიცებით, დაშვებისას ის მიწიდან გამოშვებული ლაზერის სხივით დააბრმავეს. ამჟამად პილოტის ჩვენებას ამერიკის სატრანსპორტო უსაფრთხოების ნაციონალური სამმართველო ამოწმებს.

მოცემული ვერსია სიმართლეს მოკლებული ნამდვილად არ არის. ბოლო დროის განმავლობაში მსხვილ აეროპორტებში დაშვებისას ლაინერების პილოტების ლაზერებით დაბრმავების პრეცენდენტები გახშირდა. ე.წ. ლაზერული ხულიგნობა განსაკუთრებით ხშირი სწორედ აშშ-შია. მხოლოდ 2010-2011 წლების განმავლობაში, ამერიკაში ლაზერებით პილოტების დაბრმავების 4000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Asiana Airlines-ის კუთვნილი Boeing 777-200ER სეულიდან სან-ფრანცისკოში მიფრინავდა. ლაინერის ბორტზე 291 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ათეულობით მგზავრი სავაადმყოფოშია მოთავსებული. მათ შორის ეკიპაჟის 4 წევრი. თვითმფრინავის საკმაოდ ახალი იყო - პირველი აფრენა ლაინერმა 2006 წელს 25 თებერვალს განახორციელა. მეპატრონე ავიაკომპანიის წარმომადგენელთა თქმით, რეისის წინ თვითმფრინავმა სრული შემოწმება გაიარა. შესაბამისად ნაკლებ სავარაუდოა, რომ მომხდარის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო.

Boeing 777-ის ტიპის ლაინერები, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო თვითმფრინავებად ითვლებიან. 1995 წლიდან მოყოლებული, ბოინგის ქარხანა სხვადასხვა მოდიფიკაციის 1100-მა ერთეულმა Boeing 777-მა დატოვა. 18 წლიანი ექსპლუატაციის განმავლობაში, ლაინერის განადგურებით მხოლოდ სამი შემთხვევა დასრულდა. აქედან ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ ერთმა, სან-ფრანცისკოს აეროპორტში მომხდარმა კატასტროფამ შეიწირა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა