ლივ ტაილერი: "ჩემი სხეული ცოტათი ძველმოდურია"

ლივ ტაილერი: "ჩემი სხეული ცოტათი ძველმოდურია"

მსახიობმა ლივ ტაილერმა ჟურნალ The Edit-ს ინტერვიუ მისცა. ვარსკვლავმა გამოცემასთან გულახდილად ისაუბრა შვილზე, მამაკაცებსა და მომავალზე.

სტილის შესახებ:

"ვფიქრობ ჩემი სხეული ცოტათი...ძველმოდურია. წაგრძელებული სხეული, ვიწრო წელი და წაწვეტილი მკერდი მაქვს. ჩემი აზრით რეტრო-სტილი ძალიან მიხდება. ამიტომ შთაგონებისთვის წარსულს მივმართავ. აღმაფრთოვანებენ ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი, პოლ ნიუმანი და რა თქმა უნდა, კენედი. ჩემს სტილზე დიდი გავლენა მოახდინეს დედამ და ბებიამ. მათი ელეგანტურობა ბუნებრივი იყო და ეს ჩემთან ახლოსაა."

მამაკაცების შესახებ:

"მე ქალებმა გამზარდეს. მათგან ვისწავლე, რომ ძლიერი უნდა ვიყო. ყოველთვის შემეძლო მარტოს შემენახა ოჯახი. მამაკაცი ჩემთვის გამოცანაა. ისინი ჩემთვის "სტუმრები" არიან, რომლებიც დროდადრო ჩემს ცხოვრებაში შემოდიან. ყოველთვის მაოცებს, როდესაც ჩემს გვერდით მამაკაცს აღმოვაჩენ ხოლმე.

შვილის შესახებ:

"მილოს მხოლოდ ის უნდა, რომ მოვუმზადო საუზმე, წავიყვანო სკოლაში, ღამით ზღაპრები ვუკითხო და საშინაო დავალების შესრულებაში დავეხმარო. საერთო ჯამში, მას ჩემგან ის უნდა, რაც მის ასაკში სურს მშობლისგან ყველა ბავშვს. მისთვის სულ ერთია ვარკსვლავი ვარ, კინომსახიობი თუ კიდევ ვინმე. მისგან უამრავი რამე ვისწავლე! ვაჟიშვილის დაბადება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, რადგან ეს ყველაზე მყარი და ჯანსაღი ურთიერთობაა მამაკაცთან, რომელიც ოდესმე მქონია."

მომავლის შესახებ:

"ვცდილობ გავიგო, რა მინდა და საით წავიდე. მხოლოდ გულის თქმას შემიძლია გავყვე."

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია The Edit-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება