გიორგი ნაზღაიძე - "35 წლის ასაკში პოლიტიკაში წავალ, ჩემ გარდა ქვეყანას ვერავინ გადაარჩენს"

გიორგი ნაზღაიძე - "35 წლის ასაკში პოლიტიკაში წავალ, ჩემ გარდა ქვეყანას ვერავინ გადაარჩენს"

ტელეწამყვანი და მოდელი გიორგი ნაზღაიძე მუდმივად სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. 35 წლის ასაკში აპირებს, შოუბიზნესს ჩამოშორდეს და დიდ პოლიტიკაში შედგას ფეხი, მანამდე კი ამბობს, რომ ყველა პოლიტიკოსი საკუთარი უკანალის გასქელებით არის დაკავებული, თავად კი უბრალო ადამიანების პრობლემები ყველაზე კარგად ესმის.

ამას წინათ ინტერნეტში გამოჩნდა ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი რგოლი, რომელშიც სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გიორგიც მონაწილეობს.

- გიორგი, რამ გადაგაწყვეტინა ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერ ვიდეორგოლში მონაწილეობა?

- პოლიტიკაში მივდივარ (იცინის). სულ ვამბობდი, 35 წლის ასაკში პოლიტიკაში წავალ-მეთქი, ჯერ 28 წლის ვარ. ვფიქრობ, იმ დროისთვის კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩემ გარდა ქვეყანას ვერავინ გადაარჩენს. ნუ გეცინება (იცინის). არა მხოლოდ მე, არამედ სხვებს, ვინც დღეს პოლიტიკაში არ არიან, უფრო მეტად გვესმის ადამიანების ტკივილი და პრობლემები, ვიდრე მათ, ვინც დღეს არიან პოლიტიკაში და ჭამა-სმისა და ტრაკის გასქელების მეტს არაფერს აკეთებენ!.. აქედან გამომდინარე, მე თუ მოვალ პოლიტიკაში...

- ფუფუნებას შეჩვეული ბიჭი ფულს არ გააკეთებ?

- იმხელა ხელფასები აქვთ, რომ კარგადაც შევჭამ და კარგადაც ჩავიცვამ. ჯიპებით დადიან, ბენზინი უფასო აქვთ, სახლ-კარი არ აკლიათ.

- შენგან როგორი პოლიტი­კოსი გამოვიდოდა? შალვა ნათელაშვილს ორატორობაში გაეჯიბრებოდი?

- ნახე, ვის შემადარა?!. შალვას ვერავინ აჯობებს ვერასდროს. მაგრამ მისგან განსხვავებით, რომელიც თავის მიზნებამდე ბოლომდე ვერ მიდის, მე ჩემს მიზნებს აუცილებლად შევასრულებ. პოლიტიკას ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც რეალურად გააკეთებენ საქმეს.

- ვანო მერაბიშვილის კლიპს დავუბრუნდეთ.

- ვანოს ძალიან ახლოს არ ვიცნობ. ჩვენ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ ბათუმის "შერატონში" გავიცანით. ასე სააკაშვილსაც ვიცნობ და რომ დავიწყო ახლა ჩამოთვლა, ძალიან ბევრ სახეს დაგისახელებთ პოლიტიკიდან. თურქეთში ვიყავი მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში შემოვიდა. ქართველი ახალგაზრდები რომ დაგვინახა, დაგვპატიჟა, მის ხარჯზე დავლიე ლუდი, გაიშალა თურქული სუფრა, სააკაშვილის გვერდზე ვიჯექი და კარგად ვისაუბრეთ. მას შემდეგ წლები გავიდა, შემდეგშიც არაერთხელ შევხვედრივარ და კარგი გამარჯობა გვითქვამს ერთმანეთისთვის. სხვათა შორის, ურთიერთობაში ჩვეულებრივი ადამიანია, შეცდომები კი ყველას მოსდის (იცინის). დავუბრუნდები ვანო მერაბიშვილის თემას - როგორც გითხარი, ის ბათუმში გავიცანი, მე და ნიკა მემანიშვილი ვსაუბრობდით, ამ დროს ვანო მოვიდა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავად გამეცნო. ზრდილობის მომენტია, როდესაც ადამიანები ერთად სხედან, უნდა გაეცნო. რაც შეეხება ვიდეოში ჩემს მონაწილეობას, იმდენი აგრესიული და შეურაცხმყოფელი აზრი გამოითქვა, რომ ჩემი "ფეისბუქის" გვერდიც კი გავაუქმე ამის გამო. მე ვთქვი, თავისუფლება ვანოს და ამაში ვგულისხმობდი იმ სტატისტიკურ მონაცემებს, რაც კრიმინალის თვალსაზრისით გვქონდა ამ წლების განმავლობაში. დღეს რაც ქვეყნდება სხვადასხვა მედიასაშუალებით, ცხადია, რომ ძარცვამ, ყაჩაღობამ მოიმატა. დღეს რომ მოვდიოდით მანქანით, გზაზე საკანალიზაციო ჭა იყო ახდილი, მის სახურავსაც კი იპარავენ. ნარკოტიკული საშუალებების დიდი ჩამონათვალია, რომელიც პირდაპირ იყიდება. ჯერ არ მინდა, პოლიტიკაში გადავვარდე, 35 წელს ველოდები, მაგრამ ფაქტია, რომ გახშირდა მკვლელობები, მამამ შვილი მოკლა, ბიჭებმა ერთმანეთი ჩახოცეს...

- "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას არ ხდებოდა ეს ყველაფერი?

- სააკაშვილის დროს ხდებოდა, მაგრამ ახლა მოიმატა. არ მინდა, კონკრეტულად ჩამოვთვალო, მაგრამ ჩემს მეზობელს ამას წინათ სადარბაზოში "ცეპი" მოგლიჯეს, მანქანებიდან მაგნიტოფონებს იპარავენ. მე სწორედ ამ კუთხით ვთქვი - "თავისუფლება ვანოს", რადგან სწორედ ამ ადამიანმა მოჰკიდა ხელი კრიმინალურ სამყაროს კარგად. ვინ როგორ გაიგო, მისი საქმეა, ყველა თავისუფალია აზრის გამოთქმისას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება