ქართულმა ფილმმა ევროპული კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა

ქართულმა ფილმმა ევროპული კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა

ევროპის ახალგაზდული კინოფესტივალის VOICES-2013-ის გრან-პრი ქრთველ რეჟისორს, ნანა ექვთიმიშვილს ერგო. ექვთიმიშვილისა და გერმანელი სიმონ გროსის ერთობლივი ნამუშევარი "გრძელი ნათელი დღეები" ჟიურიმ საუკეთესოდ აღიარა.

კინოსურათი ორი თინეიჯერი გოგონას, ნათიასა და ეკას ცხოვრებას 90-იანი წლების ფონზე ასახავს. ფილმში გაცოცხლებულია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დღეები.

"ასამდე სკოლა მოვიარეთ, სანამ ეკას როლის შემსრულებელს ვიპოვიდით. ნათია კი ქუჩაში შევნიშნეთ და მაშინვე გადაღებებზე მივიწვიეთ" - აცხადებს ექვთიმიშვილი, რომლის თქმით, კასტინგი მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი პოლონელ მსახიობს, კატარჯინა კვიატოვსკის გადაეცა ფილმში "ქალური დღე" შესრულებული როლისთვის.

ცერემონიაზე გაირკვა, რომ ექვთიმიშვილი და კვიატკოვსკი იუბილარები გახლდნენ. ამის გამგონე ჟიურის წევრებმა საზოგადოებას საგანგებოდ განუმარტეს, რომ ამ დამთხვევის შესახებ არაფერი იცოდნენ და საპრიზო ადგილების გამოვლენაზე ამ ფაქტორს არ უმოქმედია.

საუკეთესო მსახიობად აღიარეს ლარს მიკელსენი დანიურ ფილმში "ზედამხედველი" შესრულებული როლისთვის, ის ჯილდოს წასაღებად ცერემონიაზე არ მისულა.

ფესტივალი სოფია კოპოლას "ელიტური საზოგადოებით" დაიხურა. ფილმი თინეიჯერთა დაჯგუფებას ეხება, რომლებიც ბრენდული ნივთების გამო ჰოლივუდის ვარსკვლავების ბინებს ძარცვავენ.

ფესტივალზე სულ 60 კინოჩვენება გაიმართა. ძირითად საკონკურსო პროგრამაში კი 9 ფილმი იყო წარდგენილი.

ექვთიმიშვილის ფილმისთვის ეს პირველი საერთაშორისო აღიარება არ არის. "გრძელი ნათელი დღეები" ვისბადენის კინოფესტივალ go East-ზე მთავარი პრიზისა და 100 000 ევროს ოდენობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება