ფერჯი სახელს იცვლის

ფერჯი სახელს იცვლის

ჯოშ დუამელთან ქორწინებიდან ოთხწელიწადნახევრის შემდეგ ფერჯიმ მეუღლის გვარის აღება გადაწყვიტა. უფრო მეტიც, მას არა მხოლოდ გვარის, არამედ სახელის შეცვლაც სურს. მომღერალს სტეისი ენ ფერგიუსონი ჰქვია, მაგრამ საზოგადოება მას ფსევდონიმი ფერჯით იცნობს.

მომღერლის ადვოკატმა ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში სახელის შეცვლის შესახებ განცხადება უკვე შეიტანა. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მას სურს ფერჯი ოფიციალურად ერქვას, რადგან როგორც პროფესიულ, ისე პირად წრეში მას ამ სახელით იცნობენ. გვარს კი მეუღლისას აიღებს.

ახლა მომღერალმა, როგორც შტატებშია მიღებული, ადგილობრივ გაზეთში 4 განცხადება უნდა გამოაქვეყნოს (თითო კვირაში ერთხელ), რომელშიც იგი საზოგადოებას მოსალოდნელ ცვლილებებს აცნობს. მისი მოთხოვნის განხილვა 16 აგვისტოს არის დაგეგმილი.

მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება