კელი ოსბორნი დაინიშნა

კელი ოსბორნი დაინიშნა

ოზი ოსბორნის ქალიშვილი, კელი ოსბორნი თხოვდება. დღეს ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. კელი და მისი მეგობარი მამაკაცი, მეთიუ მოსჰარტი დაინიშნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მეთიუმ კელის ხელი კარიბის კუნძულებზე დასვენებისას სთხოვა.

რეალითი-შოუს ვარსკვლავი ყოველთვის გულღიად საუბრობდა მისი და მეთიუს რომანის შესახებ და არასდროს მალავდა, რომ შეყვარებულია.

"არასდროს მიგრძვნია ასეთი სიახლოვე სხვასთან. ადამიანები ამბობენ, რომ მე და მეთიუ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ, გვსურს, რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ", - აღნიშნა კელიმ.

კელი და მეთიუ ერთმანეთს 2011 წელს, კეიტ მოსის და ჯეიმი ჰინსის ქორწილში შეხვდნენ. როგორც მოსჰარტი აცხადებს, ის მალევე მიხვდა, რომ კელი სწორედ ის ერთადერთი ქალია, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება სურს.

მომზადებულია Just Jared-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება