ლინდსი ლოჰანი რეალითი-შოუს გმირი ხდება

ლინდსი ლოჰანი რეალითი-შოუს გმირი ხდება

მსახიობ ლინდსი ლოჰანის ცხოვრების სკანდალური სტილი ყოველთვის იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ახლა კი თაყვანისმცემლებს საშუალება აქვთ, ლინდსის ცხოვრებას ონლიან-რეჟიმში ადევნონ თვალი. ვარსკვლავი რეალითი შოუს ამზადებს, რომელიც ოპრა უინფრის საკაბელო არხ Oprah Winfrey Network-ზე გავა.

ოპრა უინფრიმ უკვე შეათანხმა ლინდსისთან ყველა დეტალი. ლოჰანი შოუზე მუშაობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც სარეაბილიტაციო ცენტრს დატოვებს. ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ეს რეალითი შოუ ლინდსის ალკოჰოლდამოკიდებულების დაძლევაში დაეხმარება და დადებითად აისახება მსახიობის კარიერაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლინდსიმ სარეაბილიტაციო ცენტრი 31 ივლისს უნდა დატოვოს, მაგრამ ექიმების აზრით, ვარსკვლავი მათი მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ 30 დღის განმავლობაში უნდა დარჩეს.

მომზადებულია Style Caster -ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება