ქეთი მელუა ლონდონის ქუჩაში გაძარცვეს

ქეთი მელუა ლონდონის ქუჩაში გაძარცვეს

მომღერალი ქეთი მელუა დასავლეთ ლონდონში, ქუჩაში გაძარცვეს.

ქეთი მელუას მძარცველებმა ტელეფონი iPhone-ი მაშინ წაართვეს, როდესაც ვარსკვლავი რუკის აპლიკაციის დახმარებით საკუთარი საცხოვრებლის მოძებნას ცდილობდა.

მელუა ნოთინგ ჰილში ჩამწერი სტუდიიდან გამოვიდა, სადაც დასავლური მედიის ცნობით, მთელი დღე დაჰყო. ვარსკვლავი Holland Park-ში, საკუთარი სახლისკენ გზის გაკვლევას ტელეფონში ჩაწერილი აპლიკაციის დახმარებით ცდილობდა.

"ჩემს უკან სირბილის ხმა გავიგონე, შემოტრიალებას ვაპირებდი, ვიგრძენი ტელეფონი ხელიდან როგორ ამასხლიტეს. დამფრთახალი და გაოგნებული ვიყავი", - აღნიშნა ქართველმა მომღერალმა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება