რა გახდა ბოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ჯია ხანის სიკვდილის მიზეზი

რა გახდა ბოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ჯია ხანის სიკვდილის მიზეზი

გასულ კვირას სრულიად ბოლივუდი და ინდური კინოს მოყვარულები ახალგაზრდა ვარსკვლავის მოულოდნელი სიკვდილის მომსწრენი გახდნენ. 25 წლის მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი ჯია ხანი ინდოეთში, მუმბაისთან ახლოს, ქალაქ ჯუხუში, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს.

ჯია ხანი ჩამომხრჩვალი იყო და ამჟამად სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერავინ ვერაფერს ამბობს. არც სიკვდილის წინ დაწერილი ბარათი აღმოუჩენია ვინმეს. ჯიას ცხედარი გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში დედამისმა იპოვა.

ბოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა უკვე გააკეთეს პირველი კომენტარები, ჯიას დაკრძალვას კი ბოლივუდის მთელი ელიტა ესწრებოდა.

საქმის ძიებისას პოლიციელებმა უცნობ ფაქტს მიაკვლიეს - შვიდი თვის წინ მსახიობს უკვე ჰქონია თვითმკლელობის მცდელობა. მას ვენები გადაუჭრია - საავადმყოფოში მისი შეყვარებულის მეგობრებს მიუყვანიათ. თუმცა ეს ფაქტი მაშინ მასმედიისთვისაც უცნობი დარჩა. მართალია, მაშინ ჯია გადარჩა, თუმცა, როგორც ჩანს, თვითმკვლელობა არ გადაუფიქრებია.

რაც შეეხება მის შეყვარებულს, რომელთანაც მას არცთუ მარტივი ურთიერთობები ჰქონდა და თვითმკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ესეც სახელდება, იგი სურაჯ პანჩოლია, ინდოეთში ცნობილი მსახიობების ადიტ პანჩოლისა და ზარინა ვახაბის ვაჟი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება