გაკოტრებული მდიდარი ვარსკვლავები

გაკოტრებული მდიდარი ვარსკვლავები

ამ იღბლიანებს მოკლე დროში გაუმართლათ და ნამდვილ მდიდრებად იქცნენ: ერთი წარმატებული როლით ან მომგებიანი სარეკლამო კონტრაქტით, რასაც ხშირად მსახიობისა თუ მომღერლისთვის მილიონები მოაქვს. თუმცა ისეც ხდება, რომ მათ იღბალი ტოვებს: ძველი კონტრაქტი მთავრდება, ახალს აღარ სთავაზობენ, სადღაც "ფეხი გადაუბრუნდებათ", ან ყოფილი მეორე ნახევარი წაართმევს ქონების ნახევარს. გარდა ამისა, რეიტინგისა და იმიჯის შესანარჩუნებლად გადადგმულ სხვადასხვა ნაბიჯს, საზოგადოებაში გამოჩენას ასევე სერიოზული კაპიტალდაბანდებები სჭირდება - ძვირად ღირებული მოდელიერებისა და სტილისტების მომსახურება თუ სხვა რამ. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ახალგამომცხვარი მილიონერი შეიძლება კვლავ ჯიბეგაფხეკილი აღმოჩნდეს. ამგვარი სცენარი ჰოლივუდში არც ისე იშვიათია. გთავაზობთ რამდენიმე ამბავს ცნობილების შესახებ, რომელთაც მრავალმილიონიან ქონებასთან გამომშვიდობება მოუხდათ და გაკოტრდნენ.

მომღერალ ტონი ბრექსტონს პრესაში უკვე უწოდეს "ქალი-ბანკროტი". მის ცხოვრებაში იყო აღმაფრენა და დაცემა, გაკოტრება, განქორწინება, შვილის ავადმყოფობა და სცენაზე დაბრუნება. პირველად გაკოტრების შესახებ 1998 წელს გამოაცხადა - მაშინ მისი ვალი 4 მლნ დოლარს შეადგენდა. მაშინ ვალების დასაფარავად მომღერლის მთელი ქონება გაიტანეს გასაყიდად. მეორედ 2010 წლის ოქტომბერში გაკოტრდა - მისი ვალები 50 მლნ დოლარს შეადგენდა. ძირითადად, ხმის ჩამწერ კომპანიებთან კონტრაქტის მიხედვით სავალდებულო პირობების დაუცველობის გამო.

სიაში პირველი უდავოდ პამელა ანდერსონია. 2012 წელს გაირკვა, რომ "მალიბუს მაშველების" ვარსკვლავს მილიონზე მეტი ვალი აქვს. მან ვერ გადაუხადა სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც მალიბუში მის მამულს უვლიდნენ, ასევე ბოლომდე ვერ გადაუხადა გადასახადები სახელმწიფოს. შედეგად, პემმა სახლი გასაყიდად გაიტანა, რომლის ფასი 8 მლნ დოლარია. იმედია, შეძლებს მის გაყიდვას და ვალების დაფარვას, თორემ ქამრის სერიოზულად შემოჭერა მოუწევს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება