საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი ფორმა ექნება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი ფორმა ექნება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი ფორმა ექნება. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა. "ავღანეთში ყოფნისას თუ აქ წვრთნებისას, მე ვისმენდი ჯარისკაცების შენიშვნებს ფორმასთან დაკავშირებით. ეს შენიშვნები გავუზიარე "დემეტრე 96"-ის ხელმძღვანელობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სიტუაცია სასწრაფოდ შეცვლილიყო, ამიტომ დღეიდან უკვე ახალი ფორმა ექნებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ქსოვილის ხარისხი არის ძალიან მაღალი - ორმაგად მაღალი ვიდრე აქამდე იყო. გმირ ჯარს, რომელიც მზადაა სიცოცხლის ფასად შესწიროს თავი ქვეყანას, მუშაობის ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ამ ვითარების ფუნდამენტურად შეცვლა", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე განმარტებით, ჯარისკაცებს გარკვეული შენიშვნები აქვთ სამხედრო ფეხსაცმელთან დაკავშირებითაც, რისი შეცვლაც ასევე მოიაზრება.

"დღესაც მქონდა "დემეტრე 96"-ში ამაზე საუბარი. ხელმძღვანელობამ ამიხსნა, რომ უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებენ ახალ მოდელს, რომელსაც ელოდება გამოცდა ქართველი სამხედროების წვრთნების პირობებში და თუ იქნება მაღალი სტანდარტის, ამაზეც ვითანამშრომლებთ "დემეტრე 96"-თან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ჯარისკაცი, ამიტომაც მათ შევუქმნით ყველა ინფრასტრუქტურულ პირობას, რომ მოვალეობა ღირსეულად შეასრულონ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე