ადელს შემოქმედებითი კრიზისი აქვს

ადელს შემოქმედებითი კრიზისი აქვს

ბრიტანელ მომღერალ ადელს შემოქმედებითი კრიზისი აქვს. პოპ-ვარსკვლავი 8 თვის ვაჟს, ანჯელოს ზრდის, რის გამოც თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და სევდიანი სიმღერებს ვეღარ ქმნის. ადელის სიმღერების უმეტესობა გაუზიარებელ სიყვარულსა და სულიერ ჭრილობებს ეძღვნება. მომღერალი კი ამჟამად საყვარელ მამაკაც საიმონ კონეცკისთან და ვაჟთან ერთად ოჯახური იდილიით ტკბება. ექვსი "გრემის" მფლობელს ახლა სიმღერებისთვის შესაფერისი თემის შერჩევა უჭირს.

ცნობილი ფაქტია, რომ შემოქმედისთვის საუკეთესო მუზა ხშირად დიდი ტკივილია. ადელის მეგობრის თქმით, მომღერალმა თავისი ჰიტები მაშინ დაწერა, როდესაც გულგატეხილი იყო. პირად ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა კი მუსიკოსს შემოქმედებითი კრიზისი შეუქმნა.

მომზადებულია MailOnline-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება