სინგაპურში თვითმკვლელობების რაოდენობა 80%-ით გაიზარდა

სინგაპურში თვითმკვლელობების რაოდენობა 80%-ით გაიზარდა

2012 წელს სინგაპურში სუიციდის 467 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს რეკორდული ციფრია, ნათქვამია არაკომერციული ორგანიზაცია Samaritans of Singapore-ის განცხადებაში.

ყველაზე მეტად თვითმკვლელობისკენ მიდრეკილნი 20-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. 2011 წელთან შედარებით ამ ასაკში თვითმკვლელობის რაოდენობა 80%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, ამ ჯგუფის წარმომადგენლებს საერთო პრობლემები აქვთ. კერძოდ, ესაა უმუშევრობა, სამუშაოსთან და სწავლასთან დაკავშირებული სტრესი, ფინანსური სირთულეები, ოჯახური ცხოვრება და მარტოობა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა