ჰიუ ჯეკმანმა მეუღლე თოჯინას შეადარა

ჰიუ ჯეკმანმა მეუღლე თოჯინას შეადარა

ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმანი ქორწინებიდან 17 წლის შემდეგ დებორა-ლი ფერნესთან თავს  ახალშეუღლებულივით გრძნობს. ჰოლივუდის ვარსკვლავი 57 წლის მეუღლეს თოჯინას ადარებს და რომანტიკული სიურპრიზებით ანებივრებს. მეუღლეზე 44 წლის ჯეკმანმა ჟურნალ Good Housekeeping-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ჯეკმანი ირწმუნება, რომ იგი და დებორა-ლი გაცნობის პირველი დღიდან ერთმანეთისთვის "საუკეთესო მეორე ნახევრები" გახდნენ. "უბრალოდ, შევეწყვეთ, სულ ვიცინოდით, ჩვენს შორის კავშირი გაჩნდა",- ამბობს ჯეკმანი.

"დები ყველაზე ბოლოს იძინებს და დილით ყველაზე ადრე დგება. ხომ იცით, ისეთი თოჯინები, რომელთაც თუ დააწვენ, თვალებს ხუჭავენ, როდესაც ვერტიკალურად გიჭირავს, თვალები აქვთ გახელილი, დებიც ასეა ... ეს თითქმის მაღიზიანებს. მას ორი სიჩქარე აქვს - შეჩერება და მოძრაობა. ვერ ისვენებს და მეც ყოველთვის რიამეს კეთებას მთავაზობს",- ამბობს ჰიუ.

ორივეს ძალიან დაძაბული სამუშაო გრაფიკი აქვთ, მაგრამ ჰიუ და დებორა-ლი წლების წინ შეთანხმდენ, რომ ცალ-ცალე 2 კვირაზე მეტს არ გაატარებდნენ.

წყვილი ორ აყვანილ შვილს ზრდის - 13 წლის ოსკარს და 8 წლის ავას. მიუხედავად ამისა, მეუღლეები რომანტიკას არ ივიწყებენ.

მომზადებულია Good Housekeeping-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება