ვენესუელის პრეზიდენტმა იქორწინა

ვენესუელის პრეზიდენტმა იქორწინა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ცოლი მოიყვანა. ამის შესახებ პრეზიდენტმა გუბერნატორებთან თათბირისას განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მადუროს თქმით, საქორწინო ცერემონია 15 ივლისს ნათესავების გარემოცვაში გაიმართა.

მადუროს მეუღლე სილია ფლორესი გახდა, რომელთანაც იგი წლებია ცხოვრობს. "მიუხედავად იმისა, რომ სულიერად მაინც ერთად ვიყავით, ამ ნაბიჯით ოჯახური კავშირის გამყარება გადავწყვიტეთ", - განმარტა მადურომ.

სილია ფლორესი და ნიკოლას მადურო "მეხუთე რესპუბლიკის მოძრაობის" წევრები იყვნენ, რომელმაც 1998 წელს ხელისუფლებაში მადუროს წინამორბედი უგო ჩავესი მოიყვნა. მას შემდეგ, რაც 2006 წელს მადურომ პარლამენტის სპიკერის პოსტი დატოვა, ეს თანამდებობა ფლორესმა დაიკავა. 2011 წლის შემდეგ სილია ქვეყნის გენერალური პროკურორი გახდა.

ნიკოლას მადურო ვენესუელას 2013 წლის აპრილში, ქვეყნის პრეზიდენტის, უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა სათავეში. ჩავესის დროს იგი ვიცე-პრეზიდენტი იყო.

მომზადებულია El Nacional-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა