ნინი ცნობილაძეს და გიორგი ვარდოსანიძეს რომანი აქვთ?

ნინი ცნობილაძეს და გიორგი ვარდოსანიძეს რომანი აქვთ?

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პოპულარულ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესა და დამწყები მომღერლის, ნინი ცნობილაძის ნაცნობობა ერთ თბილ და კეთილ საღამოზე დაიწყო. იმ დღეს ორივე სცენაზე იდგა და მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა. პირველივე ნახვისას დადებითად განეწყვნენ ერთმანეთის მიმართ და ეს გრძნობა დღემდე არ განელებიათ. დარწმუნებულები არიან, რომ მათი ურთიერთობა მთელი ცხოვრება გასტანს. ბევრი საერთო თვისება აქვთ, მათ შორის საქმის უზომო სიყვარული. როცა გიორგი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობდა, თურმე ნინის ფავორიტი სწორედ ის იყო, გიორგი კი მას კონკურს "ახალ ხმაში" გულშემატკივრობდა. მაშინ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ერთმანეთს ასე დაუახლოვდებოდნენ და ამისთვის სულ რაღაც სამი თვეც საკმარისი აღმოჩნდებოდა.

ახლა ნინის ჯერია კონკურსში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობის მისაღებად და უკვე გამოცდილი გიორგი მას სასარგებლო რჩევებს აძლევს.

- თქვენი გაცნობა და პირველი დაკონტაქტება როგორ გახსოვთ?

გიორგი: ნინი რომ გავიცანი, მაშინვე აღვნიშნე, რომ ძალიან კარგი და უბრალო ადამიანია. უბრალოება კი ჩემთვის ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭია. ამიტომ ადვილად დავმეგობრდით. იქიდან მე წამოვიყვანე ნინი თბილისში. გზაში პატრულმა გაგვაჩერა და ამაზეც ბევრი ვიცინეთ.

ნინი: მთელი გზა გიორგის ანეკდოტებზე ვიცინოდით. დღეს მე და გიორგის ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გიორგის იუმორის გრძნობა ძალიან მომწონს. ნიჭიერი მსახიობია.

- ერთია, პირველი შთაბეჭდილება და მეორე, შემდგომი ურთიერთობა, რასაც ზოგჯერ იმედგაცრუებებიც ახლავს...

გიორგი: ნინი როგორი საყვარელიც მეგონა, ისეთი აღმოჩნდა. ჩვენ ახლა ვიწყებთ მეგობრობას. დარწმუნებული ვარ, წლების მერეც ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება.

- ნინი, თქვენ არ აპირებთ, გახდეთ "მოცეკვავე ვარსკვლავი"?

ნინი: დიდი სიამოვნებით მივიღებდი ასეთ პროექტში მონაწილეობას და შეიძლება მივიღო კიდეც.

- მაშინ გიორგის რჩევებიც დაგჭირდებათ.

ნინი: კი, ცოტა ხნის წინ რაღაც ვკითხე ცეკვებთან დაკავშირებით და სრული პასუხი მივიღე. გიორგი თვლის, რომ აუცილებლად უნდა მივიღო ამ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ მაფრთხილებს, რთული და შრომატევადი იქნებაო.

გიორგი: რჩევებს მეკითხება და ვეუბნები, რომ ნერვებს გაუფრთხილდეს, რადგან ამ კონკურსს საკმაოდ დიდი სტრესი ახლავს თან, თუმცა ცხოვრებისეული პრაქტიკააა და გამარჯვებაც არ არის ცუდი, ამბობენ, კარგიაო. ვეუბნები, რომ წონაში ცოტა მოიმატოს, რადგან კონკურსში მონაწილეობისას აუცილებლად დაიკლებს. მე 20 კილო დავიკელი და ნინი ამ წონით რომ მივიდეს, იმ სამი თვის განმავლობაში მისგან ალბათ მარტო თმა დარჩება.

(შემოკლებული ვერსია)

მანანა ნოდია

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება