ლინდსი ლოჰანი ოპრა უინფრისგან 2 მლნ დოლარს ითხოვს

ლინდსი ლოჰანი ოპრა უინფრისგან 2 მლნ დოლარს ითხოვს

მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა 2 მლნ დოლარი მოითხოვა ინტერვიუში, რომელსაც მას ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ჩამოართმევს.  

უინფრის კომპანია უკვე 4 თვეა ლინდსისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. დაგეგმილია 8 სერიანი დოკუმენტური ფილმი გოგონას პრობლემებზე, ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან ბრძოლაზე და მის კარიერულ გეგმებზე.

ჟურნალმა Playboy-მ მსახიობს გულახდილ ფოტოსესიაში 1 მლნ დოლარი გადაუხადა. ოპრასგან კი ორჯერ მეტს ითხოვს: შთამბეჭდავი ჰონორარის გარდა, მას სტილისტი და ორი ასისტენტიც სჭირდება. შედგება თუ არა შეთანხმება, ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება