ქეთი ორჯონიკიძე "ვაკის პარკის" წევრი გახდა?

ქეთი ორჯონიკიძე "ვაკის პარკის" წევრი გახდა?

"მაესტროს" მუსიკალური პროექტ "მაგთიფანის" ფარგლებში მომღერალ ქეთი ორჯონიკიძესა და "ვაკის პარკს" შორის გარკვეული დონის თანამშრომლობა შედგა. ქეთი ამ პროექტის ერთ-ერთი წამყვანი გახლდათ და პარალელურად ჯგუფთან ერთად არაერთი ლამაზი მუსიკალური ნომერი შესთავაზა მაყურებელს. პროექტის დამთავრების შემდეგ თქვენმა ბუკლიკომ ყური მოჰკრა ამბავს, რომ "ვაკის პარკი" ქეთი ორჯონიკიძის ჯგუფში აყვანით იყო დაინტერესებული. ეს ამბავი ზაზა ხუციშვილთან გადავამოწმეთ.

ზაზა ხუციშვილი:

- ჯერჯერობით არ ვიცი, იქნება თუ არა ქეთი "ვაკის პარკის" სოლისტის ამპლუაში. ამას დამატებით გამოვაცხადებთ. თანამშრომლობა გვინდა. ჩვენი ჯგუფის კონცერტებზე აუ­ცილებლად გამოვა, რაც შეეხება ქართულენოვან, საკუთარ სიმღერებს, არ ვიცი როგორ მოერგება ქეთი. ქავერებს უდავოდ კარგად ასრულებს.

- ანუ ქეთის გამოცდის ჩაბარება მაინც მოუწევს თქვენთან?

- გამოცდა ცოტა გადამეტებული ნათქვამია. ლაპარაკია მორგებაზე, რამდენად მოვერგებით ერთმანეთს, თორემ საგამოცდო არაფერი სჭირს, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი მომღერალია... ჩვენს ტურნეში, რომელსაც მალე დავიწყებთ საქართველოს მასშტაბით, "მაგთიფანელებიც" გვინდა ჩავრთოთ. მაგალითად, ნათია თოდუა, ვასიკო ჟღენტი, ია ტომაში, თათია ყურაშვილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება