შაკირამ ირანელები ღრმა დეკოლტით გააოგნა

შაკირამ ირანელები ღრმა დეკოლტით გააოგნა

ბრაზილიაში, სტადიონ მარაკანაზე ადგილობრივმა ფეხბურთელებმა ესპანეთის ნაკრებს 0:3 მოუგეს. ბრაზილიელებმა კონფედერაციის თასი მოიპოვეს, მაგრამ ირანელი დეპუტატების ყურადღება, რომლებიც თამაშს ადევნებდნენ თვალყურს, სტადიონზე კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას მსუბუქ ზედატანში გამოჩენამ უფრო მიიპყრო.

ესპანეთის ნაკრების მცველ ჟერარ პიკეს შეყვარებულმა ორთოდოქსი მუსლიმები იმდენად აღაშფოთა, რომ ზოგიერთი მათგანი ქვეყანაში საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციის სრულად აკრძალვის ინიციატივითაც კი გამოვიდა.

დისკუსიის მიზეზი შაკირას ჩაცმულობა გახდა. ამ კადრების ტელეეთერით გადაცემაში ირანელმა დეპუტატებმა ტელეარხ IRIB-ის დირექტორი ეზატოლა ზარგამი დაადანაშაულეს, რომელმაც კრიტიკა ვირტუოზულად მოიგერია:

"ფრენბურთის თამაშის დროს, მაყურებლები მოედანთან ძალიან ახლოს არიან, ზოგიერთ ქალს გულახდილად აცვია. ერთადერთი საშუალება ასეთ შემთხვევაში საფეხბურთო შეჯიბრების ტრანსლაციის აკრძალვაა, მაგრამ მაშინ მაყურებელი თანამგზავრული ტელეარხებით ისარგებლებს",- განაცხადა ეზატოლა ზაგრამიმ.

ტელეარხის დირექტორმა შაკირა დაიცვა და განაცხადა, რომ მისი ჩაცმულობა ისლამური კანონის ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება