"სლავიანსკი ბაზარზე" ბავშვებში ლენკა ზვიადაძემ გაიმარჯვა

"სლავიანსკი ბაზარზე" ბავშვებში ლენკა ზვიადაძემ გაიმარჯვა

საერთაშორისო კონკურსი "სლავიანსკი ბაზარი" ბელორუსში, ქალაქ ვიტებსკში წლებია იმართება. ამ კონკურსის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მანანა სეფიაშვილი გახლავთ, რომელიც უკვე სამი წელია, ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული. კონკურსი სამდღიანი სხვაობით იმართება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. მოზრდილებში 21 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ბავშვებში კი - 14. საქართველოს სახელით კონკურსზე გამოსულმა მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ II ადგილი დაიკავა და შესაბამისი პრემიაც (6.000 აშშ დოლარი) გადაეცა; ბავშვებში კი I ადგილი პატარა მუსიკოს, "ნიჭიერის" ყოფილ მონაწილე ლენკა ზვიადაძეს ერგო. ჟიურის თავმჯდომარე მომღერალი ლარისა დოლინა გახლდათ, ჟიურის ერთ-ერთი წევრი კი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი...

მანანა სეფიაშვილი:

- წელს, ყველა ქვეყნიდან საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, რასაც ყველა, მათ შორის, ჟიურიც აღნიშნავდა. "სლავიანსკი ბაზარზე" შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდათ ჩვენს მუსიკოსებს. აჩიკომ და ლენკამ გვასახელეს და გაგვახარეს. როგორც ჩანს, სწორი არჩევანი გავაკეთეთ, როდესაც კოკურსისთვის სწორედ ისინი შევარჩიეთ.

- მათ შესარჩევად კასტინგი ხომ არ ჩაგიტარებიათ?

- არა და ალბათ შემდეგი წლისთვის უკვე კასტინგსაც მოვაწყობთ და კონკურსანტებს ასე შევარჩეთ.

- რას გვეტყვით პატარა მომღერალ - ლენკა ზვიადაძეზე?

- ნიჭიერი ბავშვია და ეს საერთაშორისო კონკურსზეც დაამტკიცა. ის პედაგოგ ნანა ჟღერიას აღსაზრდელია.

- რამდენი მუსიკალური ნომერი შეასრულა?

- ორი. კონკურსის პირობა ასეთი იყო: ერთი სლავურ ენაზე უნდა ემღერა, მეორე - თავის მშობლიურზე. აჩიკომაც პირველად რუსული ნომერი შესთავაზა მსმენელს, მეორე - ქართული, კერძოდ, რომა რცხილაძის "ვარსკვლავები".

აჩიკო ნიჟარაძე:

- ასეთ სერიოზულ კონკურსზე პირველად ვიყავი და საოცარი გამოცდილება მივიღე. მინდა ვთქვა, რომ ორი ურთულესი ტური გავიარეთ. რადგან 21 ქვეყნის პროფესიონალი მომღერალი მონაწილეობდა. მათთვის კონკურენციის გაწევა არ იყო ადვილი, მაგრამ რაღაცნაირად შევძელი და II ადგილი დავიკავე, რაც ჩემთვის უდიესი წარმატებაა. I ადგილზე ხორვატიის წარმომადგენელი გავიდა, ხოლო გრანპრი პოლონელს ერგო. თავად კონკურსანტები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. შევიძინე ბევრი მეგობარი... კონკურსანტების ნამღერით ვხვდებოდი და ვეცნობოდი მუსიკოსების გემოვნებას. მინდა ვთქვა, რომ ჟიური 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლისგან იყო დაკომპლექტებული.

- როგორც ვიცი, რუსული სიმღერის შესრულება ორკესტრთან ერთად მოგიხდა...

- კი, ასეთი პირობა იყო, რომ სლავურ ენაზე ორკესტრის თანხლებით უნდა გვემღერა, რაც სერიოზული გამოწვევა იყო. მოკლედ, ურიგოდ არ მიმღერია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანა ჟღერიას, რომელიც კონკუსზე გამგზავრებამდე, სამი თვის განმავლობაში გვამზადებდა. მადლობა ჩემს პროდიუსერს - მანანა სეფიაშვილს, რომელიც "სლავიანსკი ბაზრის" ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ საქართველოდან.

- ალბათ გარკვეული შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და წინადადებები მიიღე, არა?

- კი, რამდენიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მართლაც მივიღე, ერთი - ტალინში, ერთიც - მოსკოვში და კიდევ არის რაღაცები, მაგრამ ყველაფერი ჯერ გადახედვას მოითხოვს. 

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება