"ახლა მგონია, რომ პოლიტიკური პოზიცია საარჩევნო ყუთთან უნდა გამოიხატოს და არა სახალხოდ"

"ახლა მგონია, რომ პოლიტიკური პოზიცია საარჩევნო ყუთთან უნდა გამოიხატოს და არა სახალხოდ"

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მალე ახალ გასართობ გადაცემას წაიყვანს ''კომედი არხზე''. აქამდე ნუკის არასდროს წაუყვანია გასართობი გადაცემა და ცოტა ნერვიულობს, მაგრამ ''კომედი შოუს'' ბიჭების დახმარების დიდი იმედი აქვს. ნუკიმ თბილისის სიცხეებს თავი დააღწია და ბათუმში ისვენებს.

- ბათუმში დაქალთან ერთად ჩამოვედი. რამდენიმე დღეა აქ ვარ. კარგი ამინდებია და ძალიან მიხარია, თბილისის სიცხეებს რომ თავი დავაღწიე. ''კომედი შოუს'' ბიჭებისგან ველოდები ზარს, რომ დავბრუნდე თბილისში. გადაცემის ჩაწერების დაწყებამდე ბათუმში დავრჩები. ძალიან მიყვარს ბათუმი და ყოველთვის აქ ვამჯობინებ ხოლმე დასვენებას.

- ნუკი, როდის გადიხარ ''კომედი არხის'' ეთერში ახალი გადაცემით?

- სექტემბრიდან ''კომედი არხი'' განახლებული ფორმატით გავა ეთერში და მათ შორის ერთ-ერთი ჩემი გადაცემა იქნება. რა თქმა უნდა, იუმორისტულ-გასართობი გადაცემა მექნება. ნებისმიერი ასაკის ადამიანს რომ მოეწონება, ისეთი. ჩვენ უკვე ნელ-ნელა დავიწყეთ გადაცემაზე მუშაობა. ბოლომდე ყველაფერი გადაწყვეტილი არ გვაქვს.

- უკვე გადაწყვეტილი გაქვს, ახალ გადაცემაში როგორი იმიჯი გექნება?

- ალბათ გარეგნობაში არაფერს შევიცვლი, მაყურებელს მეტ-ნაკლებად მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ. უბრალოდ, სიახლე იქნება ის, რომ იუმორისტული გადაცემა ცოტა რთული წასაყვანია. ჯერჯერობით ამაში არაკომპეტენტური ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ''კომედი შოუს'' ბიჭები დამეხმარებიან. მეშინია, რამეში არ გადავაჭარბო. მინდა, რაც შეიძლება ბუნებრივი ვიყო, ძალით არასდროს გავაკეთებთ ხუმრობებს.

- ცოტა ხნის წინ გიორგი ნაზღაიძესთან, ნინო ჩხეიძესა და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად პოლიტიკური განცხადება გააკეთე, როდესაც მონაწილეობა მიიღე ვიდეორგოლში ''თავისუფლება ვანოს'' .

- ბევრმა ჩემი ვიდეორგოლში მონაწილეობა ჩათვალა, როგორც ჩემი პოლიტიკური განცხადება. არადა, მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ძალიან შორს დგას პოლიტიკისგან. მირჩევნია, ტელევიზორს რომ ჩავრთავ, არ იყოს საუბარი იმაზე, ვინ დაიჭირეს და ვინ გაათავისუფლეს. მინდა, ეკრანზე უფრო მეტი გასართობი გადაცემა ვიხილო. პოლიტიკურ პოზიციას ნაკლებად ვაფიქსირებ ხოლმე და მიმაჩნია, რომ არ არის სწორი, ვინმეს ჩემი აზრი მოვახვიო თავზე.

- თუმცა ვიდეორგოლში ნათქვამი ''თავისუფლება ვანო მერაბიშვილს'' შენი პოზიცია იყო.

- გეთანხმები, ასე გამოვიდა. მაგრამ მგონია, რომ პოლიტიკური პოზიცია საარჩევნო ყუთთან უნდა გამოიხატოს და არა სახალხოდ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება