ბრიტანეთის დედოფალმა ერთსქესიანი ქორწინება ლეგალურად ცნო

ბრიტანეთის დედოფალმა ერთსქესიანი ქორწინება ლეგალურად ცნო

ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ინგლისისა და უელსის ტერიტორიაზე ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზებას ახდენს. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

სამეფო სანქციის მიღების შემდეგ, კანონი  ძალაში 2014 წლიდან შევა და არატრადიციული ორიენტაციის წყვილებს ქორწინების რეგისტრაციის უფლებას მიანიჭებს.

16 ივლისს კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტის ლორდთა პალატამ და თემთა პალატამ დაამტკიცა. კანონს მხარი დაუჭირეს როგორც ლეიბორისტული და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა, ისე კონსერვატორებმა.

კანონი ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზების შესახებ განსახილველად ბრიტანეთის პარლამენტში 2013 წლის დასაწყისში შევიდა. მისი ინიციატორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი იყო.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს მე-15 ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანი ქორწინება ლეგალურად ცნეს.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა