ლინდსი ლოჰანს სპერმის დონორობაზე კაცები უარს ეუბნებიან

ლინდსი ლოჰანს სპერმის დონორობაზე კაცები უარს ეუბნებიან

მსახიობ ლინდსი ლოჰანს შვილის გაჩენა უნდა, მაგრამ სასურველი პარტნიორი ჯერ ვერ მოძებნა. ვარსკვლავმა მეგობარ ბიჭებს სპერმის დონორობა სთხოვა. ის ფიქრობს, რომ დედობა მის ცხოვრებას შეცვლის და მრავალფეროვნებას შემატებს.

"ლოჰანი მზადაა, დედა გახდეს და მომავალი ცხოვრება შვილს მიუძღვნას. ბავშვზე ბოლო რამდენიმე წელია ლაპარაკობს, მაგრამ ამჯერად ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრდა. რამდენიმე ბიჭს სპერმის დონორობა სთხოვა. ჩვენ, მისი საუკეთესო მეგობრები ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ლოჰანი ბოლოს და ბოლოს ზრდასრული ქალივით ალაპარაკდა. თუმცა, რამდენიმე მამაკაცმა დონორობაზე უარი უკვე უთხრა", - განუცხადა ჟურნალისტებს მსახიობის უახლოესმა მეგობარმა.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება