ბარ რაფაელი მეგობარ გოგონას ტუჩებში კოცნის

ბარ რაფაელი მეგობარ გოგონას ტუჩებში კოცნის

ებრაელი ტოპ-მოდელი ბარ რაფაელი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობს. ის დაქალს, ორნა ელოვიჩის ტუჩებში კოცნის და როგორც ჩანს, ეს პროცესი იმდენად მოეწონა ნახევარ მსოფლიოს Twitter-ისა და Instagram-ის საშუალებით ამცნო. ფოტოსურათი სოციალური ქსელის მომხმარებლებმა და დასავლურმა გამოცემებმა აიტაცეს.

რაფაელი არასდროს ერიდება პიკანტური ფოტოების გამოქვეყნებას და უარს არასდროს ამბობს ზედმეტად თამამ, სექსუალურ ფოტოსესიებზე. რამდენიმე თვის წინ ყოვლისმნახველი ჰოლივუდიც კი გააოცა და დიდი თანხის სანაცვლოდ ყოველგვარი ხვეწნა-მუდარის გარეშე დათანხმდა სკანდალურ კლიპში მონაწილეობას - მოდელი ვნებიანად კოცნის ლოყაწითელ ბიჭს. მაშინ დასავლურმა გამოცემებმა ბარ რაფაელიზე დაწერეს, რომ ის ახლა შეუხედავ ბიჭებზე გადავიდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება