სალომე ბაკურაძე - არ მინდა, რომ ახალ ბინაში მარტო ვიყო

სალომე ბაკურაძე - არ მინდა, რომ ახალ ბინაში მარტო ვიყო

მომღერალი სალომე ბაკურაძე ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, რემონტი დამოუკიდებლად გაუკეთებია, თან ეცადა, ყველაფერი ისე გამოსულიყო, რომ ყველას გემოვნება მეტ-ნაკლებად დაეკმაყოფილებინა და მგონი გამოუვიდა კიდეც, რადგან მისი ბინა უკვე იქცა მისი მეგობრების თავშეყრის საყვარელ ადგილად.

- მშენებარე ბინა ვიყიდე, ცოტა ხნის წინ დასრულდა, ნელ-ნელა გავარემონტე და გადავედი კიდეც. ექვსი თვე მოვუნდი რემონტს, არ ავჩქარდი, რათა ის მომეღო, რაც ნამდვილად მინდოდა და მომწონდა. ბოლომდე კმაყოფილი არავინ არაფრით არის, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ. ვინც მოდის, ყველა ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და აღნიშნავს, რომ კარგი აურაა. ამასთან, ჩემი ბინა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის გემოვნების შედეგი, რამე სპეციფიკური არ გამიკეთებია, უფრო თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. რემონტი ფინანსური თვალსაზრისით დამოუკიდებლად გავაკეთე, ალბათ ამიტომაც მოვანდომე ამდენი ხანი.

მართალია, მარტო ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი დიეტებიდან გამომდინარე, გაზქურასთან დიდხანს ყოფნა არ მიწევს, თანაც ჩემს სადარბაზოში სულ ხუთი თუ ექვსი ოჯახი ვართ შესახლებული, ჯერ ბუნებრივი აირი არ გვაქვს შემოყვანილი, ამიტომ მიკროტალღურ ღუმელს ვიყენებ. თუ არადა სალათებს ვამზადებ, რაც ძალიან მიყვარს. თან აღმოჩნდა, რომ გემრიელად კეთებაც შემძლებია. თუ ვინმე მოდის ჩემთან, რეკავს და მეუბნება, შენი სალათა გააკეთეო, რომელიც ბოსტნეულისგან, სალათის ფურცლებისგან, კიტრისა და პომიდვრისგან მზადდება. ჩემი აუცილებელი ატრიბუტია ბალზამიკოს ძმარი და ზეთი, რადგან არ მიყვარს მაიონეზი, თან სალათი ხომ მსუბუქი საჭმელია, არ უნდა დაგამძიმოს. ამას ვამატებ მწვანილს და სასალათე თინუსს, შედეგად კი არაჩვეულებრივი გამოდის. გარდა დიასახლისობისა, ასევე მიყვარს ბინის გულიანად დალაგება. მიუხედავად იმისა, რომ ოროთახიანია და სულ 55 კვადრატული მეტრია, მის დალაგებას შეიძლება ხუთი საათი მოვანდომო.

- რამდენადაც ვიცი, აქამდე დეიდასთან ცხოვრობდი, მარტოობას როგორ ეგუები?

- ვინ დამტოვა მარტო, ჩემო კარგო, ვინ? ძალიან არ მინდა, რომ მარტო ვიყო, ალბათ შემეშინდება კიდეც, რადგან მშიშარა ვარ. საბედნიეროდ, ჩემი დაქალები სულ ჩემთან არიან, ხშირად რჩებიან კიდეც. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა და ჩემი და და დისშვილები ჩამოვიდნენ. ისე კი ჩემი დაქალებიდან ერთ-ერთი ყოველთვის რჩება ჩემთან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება