ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ

ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ

ბევრი ცნობილი ადამიანი მიეჩვია, არა მხოლოდ თავისი პირადი ცხოვრება არ დამალოს, არამედ კოლეგების აუტანლობაც. ვარსკვლავური პაექრობა, როგორც წესი, საჯაროდ ხდება, ურთიერთბრალდებებითა და პრესაში კომენტარებით. ხშირად ოპონენტები სრულიად კარგავენ კონტროლს და სკანდალებიც ხდება.

ელტონ ჯონი და მადონა

მადონასა და ელტონ ჯონს შორის ომი მათ მრავალწლიან მეგობრობას მოჰყვა. მიზეზი პრესამ ვერ გაარკვია, მაგრამ საჯარო სკანდალი ელტონ ჯონის ხმაურიან განცხადებას მოჰყვა, რომელიც ყოფილი დაქალის მისამართით გამოთქვა. მადონას შოუზე ელტონმა თქვა: "ეს კოშმარია? მაპატიეთ, მაგრამ მისი კარიერა დასრულდა. მისი ტურნე ერთი დიდი კატასტროფაა!" ამაზე ელტონი არ გაჩერებულა. მადონამ მისი ვაჟის ნათლია, ლედი გაგა გააკრიტიკა და სერ ელტონი ისე გაბრაზდა, მადონას "ბაზრის სტრიპტიზიორი" უწოდა. მადონა რამდენიმე წლით გაებუტა, მერე კი გამოაცხადა, თითქოს ჯონმა პატიება სთხოვა. "მეც ვაპატიე", - დიდსულოვნად დასძინა პოპმომღერალმა.

კელი ოსბორნი და კრისტინა აგილერა

კრისტინასა და კელის შორის პაექრობა კომიკური იყო. დაიწყო ზედმეტ წონაზე კამათით - გოგონებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რომელი იყო მათ შორის "მსუქანი ძროხა" და რომელი - "გრაციოზული ფური". მიუხედავად იმისა, რომ აგილერა მკვეთრად გახდა, ოსბორნი კი ეცადა და ბევრი კილო დაიკლო, მაინც ორივენი შორს არიან იდეალისგან და ორივე ცდილობს, ეს ერთმანეთს დაუმტკიცოს. კრისტინამ პირველმა დაიწყო და არაერთხელ გაიხუმრა კოლეგის სიმსუქნეზე, მერე კი ეს სიტყვები ბუმერანგივით დაუბრუნდა. თვითონ ისე გასუქდა, რომ უკვე კელიმ უპასუხა: "წლების განმავლობაში მსუქანს მეძახდა... მე ასეთი მსუქანი არასდროს ვყოფილვარ!" იქნებ, სწორედ ოსბორნის სიტყვებმა აიძულა აგილერას, სწრაფად გამხდარიყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება