"სამეფო კარის თამაშები" Emmy 2013-ის ნომინანტთა ლიდერია

"სამეფო კარის თამაშები" Emmy 2013-ის ნომინანტთა ლიდერია

უკვე ცნობილია Emmy 2013-ის ნომინანტთა სია. ნომინანტებს შორის უდავო ლიდერები პოპულარული სერიალები "სამეფო კარის თამაშები" და "ამერიკული ისტორია საშინელებათა შესახებ " არიან. "სამეფო კარის თამაშები" - 16, ხოლო "ამერიკული ისტორია საშინელებათა შესახებ" 17 ნომინაციაშია წარდგენილი.

სერიალი "სამეფო კარის თამაშები", რომელმაც გასულ წელს Emmy-ის 6 ნომინაციაში გაიმარჯვა, წარდგენილია შემდეგ ნომინაციებში: "საუკეთესო დრამატული სერიალი", "საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი მსახიობი დრამატულ სერიალში" (ემილია კლარკი - კჰალისი), "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობი დრამატულ სერიალში" (პიტერ დინკლეიჯი - ტირიონ ლანისტერი), "საუკეთესო მოწვეული მსახიობი ქალი" და "დრამატული სერიალის საუკეთესო სცენარი".

საუკეთესო დრამატული ჟანრის სერიალის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი არიან "მძიმე დანაშაული", "დაუნტონის სააბატო", "სამშობლო", "კარტის სახლი"და "შეშლილები".

საუკეთესო კომედიური სერიალის სახელის მოსაპოვებლად იბრძვის სერიალი "დიდი აფეთქების თეორია", ხოლო სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ჯიმ პარსპნსი "საუკეთესო კომედიური ჟანრის მსახიობი მამაკაცის" ნომინაციაშია წარდგენილი.

საუკეთესო კომედიური ჟანრის სერიალის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი არიან - "ამერიკული ოჯახი", "სცენარისტები", "ლუი", "გოგონები" და "ვიცე-პრეზიდენტი".

"პატარა ეკრანის ოსკარად" შერაცხული "ემის" დაჯილდოება 22 სექტემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება. მას პირდაპირ ეთერში CBS-ი გადასცემს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება