სტეისი კიბლერი: "ჯორჯ კლუნისგან დაქორწინებას არ ვითხოვდი"

სტეისი კიბლერი: "ჯორჯ კლუნისგან დაქორწინებას არ ვითხოვდი"

მსახიობ ჯორჯ კლუნის ყოფილმა საყვარელმა, სტეისი კიბლერმა მსახიობთან დაშორების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. დასავლურ პრესაში მსახიობების გაყრის მიზეზად სტეისის დაოჯახების სურვილი სახელდებოდა.

"ყველაფერი კარგადაა, მე და ჯორჯი მეგობრებად დავრჩით, დრამატული არაფერი მომხდარა",-განაცხადა სტეისიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

რაც შეეხება ოჯახსა და ბავშვებს, სტეისის თქმით, ამის შესახებ მასსა და კლუნს საერთოდ არ უსაუბრიათ. " მე ქალების უმრავლესობისგან განვსხვავდები. ამ თემაზე ამჟამად საერთოდ არ ვფიქრობ",-განაცხადა სტეისიმ და დასძინა, რომ მათი დაშორების მიზეზი მოუცლელობაა.

სანამ ჯორჯი ევროპაშია, იგი ახალ შოუ Supermarket Superstar-ზე მუშაობს, რომლის პრემიერა 22 ივლისს გაიმართება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დიასახლისებმა საკუთარი ორიგინალური რეცეპტით საუკეთესო სადილი მოამზადონ. გამარჯვებული კი მიიღებს შანსს, აწარმოოს საკუთარი კერძი სუპერმარკეტის ხაზისთვის.

მომზადებულია US Magazine-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება