ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 200-მდე ადამიანი დააკავეს

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 200-მდე ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 200-მდე ადამიანი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, აქცია სანქცირებული არ იყო.

აქციის მონაწილეები ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდნენ. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც გზის გადაკეტვა სცადეს და პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

რუსეთის ოპოზიცია კი ალექსეი ნავალნის დაკავების გამო მასობრივი აქციების დასაგეგმად ემზადება. თარიღი დღეს გადაწყდება.

მოსკოვის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ნავალნის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა