რიანამ არდადეგებზე ნახევარი მილიონი გაანიავა

რიანამ არდადეგებზე ნახევარი მილიონი გაანიავა

25 წლის პოპ-ვარსკვლავმა რიანამ მსოფლიო ტურ "Diamonds Wowld Tour"-ში პაუზით ისარგებლა და ფრანგულ რივიერაში სრულფასოვანი დასვენება მოიწყო.

მეგობრებთან ერთად, რომელთა შორის 20 წლის ბრიტანელი მოდელი და მსახიობი კარა დელევინიც იყო, რიანამ ორი კვირა ფეშენებელურ იახტაზე გაატარა. იახტის ქირაობა 300 000 ფუნტი სტერლინგი დაჯდა. კიდევ  200 000 გოგონებმა ღამის კლუბებში, რესტორნებში და გემბანზე სასმელისა და საკვებისთვის დახარჯეს.

ხარჯების გამართლება კიდევ შეიძლებოდა, თუ გოგონები ელიტურ ფრანგულ ღვინოს, კონიაკს ან შამპანურს შეუკვეთდნენ, მაგრამ ისინი ძირითადად ტეკილას, ლუდსა და კოქტეილებს სვამდნენ.

რიანა სასმელის სიყვარულით ცნობილია, მაგრამ მას ახალგაზრდა დაქალმა კირა დელევინმა აჯობა. გოგონა სუპერმოდელ კეიტ მოსის ყოფილ საყვარელთან და ბრიტანული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელ 34 წლის პიტ დოერტისთან ერთად გაერთო. მეზობლად მცხოვრებ ადამიანებს პოლიციის გამოძახებაც კი მოუწიათ, როდესაც კარა გვიან ღამით დასარტყამ ინსტრუმენტებზე, პიტი კი ელექტროგიტარაზე უკრავდა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება