ევა ლონგორიამ ჯორჯ კლუნის რომანზე უარი უთხრა

ევა ლონგორიამ ჯორჯ კლუნის რომანზე უარი უთხრა

ჯორჯ კლუნი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცია, მაგრამ ევა ლონგორიამ კოლეგასთან რომანტიკული ურთიერთობის გაბმა მაინც არ ისურვა.

კლუნი ლონგორიასთან რომანის გაბმას მარტში ცდილობდა. მაშინ მსახიობი ჯერ კიდევ ხვდებოდა სტეისი კიბლერს. ჯორჯი და ევა ერთმანეთს უკვე წლებია იცნობენ. 

"ჯორჯმა ევას უთხრა, რომ ჯერ კიდევ სტეისის ხვდება, მაგრამ დაშორებას მალე აპირებს და ძალიან სურს, რომ ევასთან იყოს", - წერს უცხოური ყვითელი პრესა.

როდესაც ლონგორიამ რომანის გაბმაზე უარი განაცხადა, კლუნი გამუდმებით ურეკავდა. ევამ მკვეთრად გამოხატა თავისი დამოკიდებულება - არანაირი რომანტიკული ურთიერთობა, სანამ ჯორჯი ძველ რომანს წერტილს არ დაუსვამს.

იმ დროს, როდესაც ჯორჯი კიმბლერთან ურთიერთობას წყვეტდა, ევამ მოასწრო და ახალი საყვარელი, რეალითი-შოუს მონაწილე ერნესტო არგუელო გაიჩინა.

მომზადებულია US Weekly-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება