სერიალი "საიდუმლო მასალები" 20 წლის გახდა

სერიალი "საიდუმლო მასალები" 20 წლის გახდა

რეჟისორ კრის კარტერის ამერიკული სერიალი "საიდუმლო მასალები", რომელმაც მსოფლიო სატელევიზიო შოუ დაიპყრო, 20 წლის გახდა. პარანორმალური მოვლენების ამსახველი სერიალი 1990-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ ტელემოვლენად იქცა.

თარიღის აღსანიშნავად ტელესერიალის მთავარი გმირები, მსახიობები დევიდ დუხოვნი და ჯილიან ანდერსონი, გადამღებ ჯგუფთან ერთად კალიფორნიაში შეიკრიბნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დაწესებულებასთან "საიდუმლო მასალების" გულშემატკივართა ზღვა დახვდათ. ჯილიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ ვერ წარმოიდგენდა თუ 20 წლის შემდეგაც ემახსოვრდებოდათ ეს სერიალი.

რეჟისორს ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწია, რომ სერიალი დიდი ხნის წინ დასრულდა და მასზე მუშაობას აღარავინ აპირებს. ჯილიანმა და დევიდმა გულშემატკივრებთან ფოტოსურათები გადაიღეს და არც ავტოგრაფების ჩამორიგება დაიზარეს. დევიდმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნებისმიერ ადგილას, სადაც უნდა წავიდეს, ხალხი მას აგენტ ფოქს მალდერის სახელით მოიხსენიებს.

"საოცარია! ამდენი დრო გავიდა და ხალხს ეს სერიალი ისევ ახსოვს. ჩემთან სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან და მეუბნებიან, რომ ამ სერიალზე გაიზარდნენ", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება