ჟანეტ ქერდიყოშვილი - "მეც დავფიქრდი ოჯახზე, ქორწილზე, საქორწინო კაბა უკვე შერჩეული მაქვს"

ჟანეტ ქერდიყოშვილი - "მეც დავფიქრდი ოჯახზე, ქორწილზე, საქორწინო კაბა უკვე შერჩეული მაქვს"

"მის საქართველო 2011" ჟანეტ ქერდიყოშვილი მგონი ერთადერთია ქართველ "მისებს" შორის, რომელიც გამარჯვებიდან უმოკლეს პერიოდში არ გათხოვდა. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ჟანეტი სწავლითაა დაკავებული და ოჯახის შექმნას იმდენად სერიოზულად უყურებს, რომ ჯერ შეყვარებულიც კი არასდროს ჰყოლია. მეტიც, ამბობს, რომ ის ადამიანი შეუყვარდება, ვინც მისი შვილების მამა გახდება, არ სჭირდება ერთი-ორთვიანი ურთიერთობები, რომლებიც არ სრულდება ოჯახის შექმნით. მიუხედავად იმისა, რომ მამა მარტოს თითქმის არსად უშვებს, თავს შეზღუდულად მაინც არ გრძნობს, რადგან არსებობს მამაკაცი, ვისთან ერთადაც წასვლა ჟანეტს ყველგან შეუძლია.

- როგორც იცით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ და მაქვს გარკვეული გეგმები, თუმცა ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. შეიძლება მუშაობა საქართველოში რომელიმე ტელევიზიაში დავიწყო, ასევე შესაძლებელია, წავიდე საზღვარგარეთ და მაგისტრატურაში გავაგრძელო სწავლა, ოღონდ ცოტა სხვა განხრით - საერთაშორისო ურთიერთობების ან მარკეტინგისა და მენეჯმენტის კუთხით მინდა განათლების მიღება. ვთვლი, რომ ქალს უნდა ჰქონდეს სამსახური და უნდა ისწრაფოდეს სიახლისკენ, ამიტომაც გადავწყვიტე შემეცვალა პროფესია. გამოვცადე ჟურნალისტობა, რაღაცები მომეწონა, რაღაცები - არა, ამიტომაც ახლა მინდა, თავი სხვა სფეროში გამოვცადო.

- პროფესიული გამოცდილება სად მიიღე?

- სანამ დაიწყებოდა პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები", მანამდე "იმედში" ერთი თვის განმავლობაში სტაჟიორად ვიყავი, დავყვებოდი სხვადასხვა თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს, მაგრამ უფრო ხშირად კულტურაზე მომუშავე კორესპონდენტთან მიწევდა ყოფნა. როგორც უკვე გითხარით, ამ დროის განმავლობაში გავეცანი ჟურნალისტიკის შიდა სამზარეულოს, ვერ ვიტყვი, რომ დიდად მომხიბლა ამ საქმემ, რადგან სულ ქაოსში გიწევს ყოფნა, რაც ადვილი არ არის. შექმნილმა ვითარებამ ცოტა გაურკვევლობაში ჩამაგდო, მაგრამ ცოტა ხანში შემომთავაზეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, ცეკვასთან ერთად დამატებით რაიმეს კეთება შეუძლებელია, რადგან ეს დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომაც ძირითადად ამ საქმეზე გადავერთე.

- "მის საქართველოს" შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერა სამოდელო ბიზნესში? რატომღაც მოდის კვირეულებში არ ჩანხარ...

- სიმართლე გითხრათ, მოდელობა არასდროს მომწონდა, ჩემთვის ეს ჰობის დონეზე უფრო იყო. სხვათა შორის, არც ის მხიბლავს, როცა ჩემს მოდელობას მიხსენებენ... მე არ ვარ მოდელი, მაქვს ჩემი პროფესია და მირჩევნია ხალხმა იქიდან გამიცნოს. მიმაჩნია, რომ მოდელობა საქართველოში არაპერსპექტიულია. როდესაც ამ საქმეს მიჰყვები, ასაკობრივი შეზღუდვა გაქვს, 15-იდან 25 წლამდე თუ ვერაფერს მიაღწიე, მერე საერთოდ დაიკარგები. გასაგებია, რომ მსოფლიოში არსებობენ 35-40 წლის მოდელები, ჟიზელი ავიღოთ თუნდაც, მაგრამ მათ სერიოზული განაცხადი პატარა ასაკში გაკეთეს და ის წარმატება დღემდე მოჰყვებათ. იმავდროულად, როცა მოდელი ხარ, სხვა არაფრისთვის გცალია, არც ოჯახისთვის, არც პირადისთვის, არც სწავლისთვის. ცნობილია, რომ მოდელების უმრავლეობას უმაღლესი განათლება მიღებული არ აქვს, სკოლა თუ აქვთ დამთავრებული, ეგეც კარგია. თუ ხედავ, რომ სხვა პერსპექტივა არ გაქვს, არ გაინტერესებს სხვა სფერო, რატომაც არ უნდა გაჰყვე სამოდელო გზას? ეს ადამიანის არჩევანია. რაც შეეხება მოდის კვირეულებს, შემოთავაზებებს ვიღებ ხოლმე, მაგრამ ძირითადად უარს ვამბობ, არ მაქვს სურვილი, ესაა და ეს.

- როგორც ამბობ, მოდელობას სერიოზულად არ უყურებ, მაშინ რატომ მიიღე მონაწილეობა "მის საქართველოში"?

- "მის საქართველო" სხვაა და მოდელის კარიერა - სხვა. ამ შემთხვევაში ქვეყნის სახე ხდები, ამ კონკურსში სხვა სტანდარტებით არჩევენ მონაწილეებს, არაა აუცილებელი, მოდელი იყო. თუმცა ამის შემდეგ მქონდა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საფრანგეთიდან, იტალიიდან, მაგრამ ოჯახიდან გამომდინარე, უარი ვთქვი. ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, მამაჩემი გახლავთ ჭეშმარიტი ქართველი მამაკაცი და დიდად არც მოსწონს სამოდელო სფერო, ალბათ რომც მომენდომებინა მოდელის კარიერის გაკეთება, მისგან წინააღმდეგობა შემხვდებოდა.

- ჟანეტ, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- ეჰ, არაფერი (იცინის). პირველი ''მის საქართველო ვარ'' , რომელიც გამარჯვებიდან დიდი დროის განმავლობაში არ გათხოვდა. როგორც წესი, კონკურსის გამარჯვებულები მალევე თხოვდებოდნენ, მე კი ჯერ არ ვჩქარობ. ერთი პერიოდი დავფიქრდი ოჯახზე, ოღონდ კონკრეტული პიროვნება არ არსებობდა, ვისთანაც ოჯახს შევქმნიდი, უბრალოდ, როგორც ყველა გოგონა, მეც დავფიქრდი ოჯახზე, ქორწილზე, საქორწინო კაბაზე, კაბა ახლაც შერჩეული მაქვს, ბიჭიღა მაკლია, თორემ დანარჩენი ყველაფერი დალაგებული მაქვს (იცინის).

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება