დოდოშკა - დღეს თავისუფლად შეგიძლია ეთერიდან ბევრ ისეთ პრობლემაზე ისაუბრო, რაზეც იმ დროს ლაპარაკი გიჭირდა

დოდოშკა - დღეს თავისუფლად შეგიძლია ეთერიდან ბევრ ისეთ პრობლემაზე ისაუბრო, რაზეც იმ დროს ლაპარაკი გიჭირდა

დოდოშკა ხურცილავა ფართო მასებმა "დღის შოუდან" გაიცნო, რომელიც ია ფარულავასა და ნანიკო ხაზარაძესთან ერთად მიჰყავდა. ეს გადაცემა "იმედის" რეორგანიზაციას შეეწირა და მას შემდეგ ეთერში აღარ გასულა. ჩვენ დავინტერესდით დოდოშკას ამჟამინდელი საქმიანობით და მასთან ინტერვიუ სიახლეებით დავიწყეთ.

- ჩემს ცხოვრებაში არის სასიამოვნო სიახლე იმ თვალსაზრისით, რომ ვმუშაობ ჩემს საყვარელ დარგში, თეატრს ვგულისხმობ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი ვარ. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ არა დარბაზში ჯდომით, არამედ კულისებში ყოფნით, აქედან თურმე ყველაზე კარგად იგებ თეატრის გემოს, ეს აძლევს აზრს ჩემს ცხოვრებას. ამ თეატრს ეკისრება უდიდესი ფუნქცია, რაც მოქალაქეების აღზრდაში გამოიხატება. როდესაც აქ შალვა გაწერელია მუშაობდა, სერიოზული პიესები იდგმებოდა, მაგალითად - "რღვევა". კომუნისტების პერიოდში დაწერილი პიესა ამ კაცმა უკუღმა შეატრიალა და ანტისაბჭოური სპექტაკლი დადგა. არც ერთმა თეატრმცოდნემ ეს არ დაწერა, რომ სპექტაკლი არ მოხსნილიყო და მაყურებელს ენახა კომუნისტების რეალური სახე. ამ ეშმაკური ხერხით მაყურებელს სპექტაკლი შეუნარჩუნეს, ეს რომ გახმაურებულიყო, მაშინვე მოხსნიდნენ და არ მიეცემოდათ ახალგაზრდებს მისი ნახვის საშუალება.

- ფართო საზოგადოებამ "დღის შოუდან" გაგიცნოთ, ალბათ გადაცემის დახურვა უარყოფით ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული..

- მე ერთი კარგი თვისება მაქვს, ადვილად გადავშლი ხოლმე ცხოვრების ფურცლებს. დამთავრდა ერთი ეტაპი, ვფურცლავ და ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას, თუმცა განვლილი ფურცლებიდან ბევრი კარგი მრჩება. მაგალითად, დღეს ორმა ქალბატონმა გამაჩერა და დიდი სითბო გამოხატა ჩემ მიმართ, რაც ძალიან სასიამოვნოა. რა მოხდა, რომ აღარ ვარ ტელევიზიაში? შეიძლება იმ პერიოდს უარყოფითიც ბევრი ახლდა, ადამიანები ავღელდებით ხოლმე, ხანდახან უტაქტოდ მოგვდის რაღაცის თქმა, მაგრამ რას ვიზამთ..

- რომ გქონოდათ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, იმავე ტიპის გადაცემის წამყვანობაზე დათანხმდებოდით?

- რატომაც არა. მით უმეტეს, დღეს უფრო თავისუფლად შეგიძლია ეთერიდან ბევრ ისეთ პრობლემაზე ისაუბრო, რაზეც იმ დროს ლაპარაკი გიჭირდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება