ნინი ბადურაშვილს პატარა ელენე შეეძინა

ნინი ბადურაშვილს პატარა ელენე შეეძინა

მას მერე, რაც შევიტყვეთ და გავავრცელეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხმძიმე მომღერალი - ნინი ბადურაშვილი სამშობიარო სახლში დააწვინეს, ეს ამბავი სრულიად საქართველომ გაიგო. გუშინ მთელი ინტერნეტსივრცე, "ფეისბუქის" მომხმარებლები იმის მოლოდინში იყვნენ, როდის იმშობიარებდა მომღერალი.

ნინი საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მას შემდეგ მოექცა, რაც მედიაში მისი მეუღლის - ირაკლი კუტალაძის სკანდალური განცხადება გავრცელდა.

მოკლედ, გუშინ, გვიან საღამოს, ნინი დედა გახდა. შეეძინა ულამაზესი პატარა ელენე, - მითხრა ნინის მეგობარმა, მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ, რომელიც ნინის მეგობრებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეს ინფორმაცია "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა. ამის შემდეგ თავად ქრისტინე იღებდა მშობიარე მეგობრისთვის გადასაცემ მილოცვებს. ნინისა და დედამისს (ეკა კახანი) უამრავი ადამიანი (მათ შორის ცნობილები) ულოცავდა. როგორც ქრისტინემ მითხრა, - ყველაფერი კარგად არის, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

"ამბები.გე" უერთდება უამრავი ადამიანის მილოცვასა თუ კეთილ სურვილს.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება