რიანას მაყურებელმა სცენაზე ჩიფსები ესროლა

რიანას მაყურებელმა სცენაზე ჩიფსები ესროლა

მანჩესტერში UMBRELLA-ს სტადიონზე რიანას კონცერტზე მისული ბრიტანელი მაყურებელი, მომღერლის ერთსაათიანი დაგვიანების გამო, აღშფოთდა და სიმღერა Rude Boy-ის შესრულების დროს პოპ-ვარსკვლავს ჩიფსები ესროლა.

რიანამ მაყურებლების აღშფოთებას "არანორმალური" უწოდა. "თქვენ აქ თქენს გან***ს ისვრით? ბედნიერი ვარ თქვენგან "საჩუქრების" მიღებით, მაგრამ არ მინდა ჩემი ხალხი დაშავდეს. ამისთვის არ ვმუშაობ აქ ოფლისღვრამდე", - დაიყვირა მომღერალმა.

ბარბადოსელი მომღერლის საკონცერტო ტური, სახელწოდებით Diamonds-ი სკანდალური მოვლენებით დახუნძლულია. კერძოდ, YouTube-ზე კონცერტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც საინტერესო ინციდენტია აღბეჭდილი. სიმღერა We Found Love-ის შესრულებისას რიანამ მსმენელების პირველ რიგს ჩაუარა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მას ხელი სტაცა. პასუხად კი მომღერლისგან თავში მიკროფონი მიიღო. ეს მომენტი ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მობილური ტელეფონით აღბეჭდა.

თავად გულშემატკივარმა განაცხადა, რომ საყვარელი მომღერლისგან მსგავს საქციელს არ ელოდა. გავრცელებული იფორმაციით, რიანა მას უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, ვიდრე მცველები მის გაყვანას ცდილობდნენ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება