ირინა შეიკი საკუთარ სხეულზე მუშაობას აღმერთებს

ირინა შეიკი საკუთარ სხეულზე მუშაობას აღმერთებს

მოდელი ირინა შეიკი ჟურნალ GQ-ს რუსული ვერსიის გარეკანზე გამოჩნდა. მოდელმა ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი თავისა და კარიერის შესახებ ისაუბრა. 27 წლის მოდელმა აღიარა, რომ მას არ უჭირს შესანიშნავად გამოიყურებოდეს, რაც სპორტისადმი მისი სიყვარულით არის განპირობებული.

"სხეულზე მუშაობას ვაღმერთებ! ჩემი საყვარელი საქმიანობაა - აერობიკა და ნიუ-იორკში West Side Highway-ზე მარტო სირბილი. ამ მხრივ მიჭირს, როდესაც ვმოგზაურობ: მაშინ ვზარმაცდები. მიყვარს კარგად ჭამაც, ამიტომ საკუთარი თავისთვის საუკეთესო ბალანსის მოძებნას ვცდილობ", - ამბობს შეიკი.

ზაფხულში ირინა დასვენებას და ბებიის მონახულებას გეგმავს. წინ კი მხატვრულ ფილმში (The Thracian Wars) გადაღებები ელის. ირინა ჰერაკლეს პირველ ცოლს, მეგარას განასახიერებს. მისი პარტნიორი დუეინ ჯონსონი იქნება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება