უცნობი ფაქტები ფილმზე -"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"

უცნობი ფაქტები ფილმზე -"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"

1959 წლის 15 ივლისს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან", რომელმაც არნახული წარმატება მოიპოვა და დღემდე მილიონობით ადამიანის უსაყვარლესი ფილმია. თუმცა ბევრმა არ იცის ამ უკვდავ ფილმთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

ფილმი ფერადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჟოზეფინასა (ტონი კერტისი) და დაფნას (ჯეკ ლემონი) სახეზე სქელ ფენად დადებულ გრიმს მომწვანო ფერი დაჰკრავდა და ამიტომ ამაზე უარი თქვეს;

მერილინ მონრო რომ შეუდარებელია, ამაზე არავინ დაობს, ოღონდ მხოლოდ ეკრანზე და არა გადასაღებ მოედანზე. მის გამო კერტისსა და ლემონს ზედიზედ 47 დუბლის გადაღება მოუხდათ, რადგან მონრო თავს ვერ ართმევდა როლს. თანაც ბიჭები მთელი ამ ხნის განმავლობაში ქუსლებზე იდგნენ და ხელოვნური ბიუსტებითა და აბრეშუმის წინდებით გამოწვეულ დისკომფორტს უმკლავდებოდნენ.

მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი მსახიობების კონსულტანტად ბერლინიდან ნამდვილი ტრანსვესტიტი ჩამოიყვანეს. მან კერტისი შეაქო, ლემონზე კი თქვა, რომ არაფერი გამოუვიდოდა;

მერილინ მონრო გადაღებისას ფეხმძიმედ იყო და შესამჩნევად მსუქანი ჩანდა. ამიტომ ფილმის ფოტომასალის მომზადებისას დუბლიორი გამოიყენეს, რომლის სხეულსაც მონროს თავი "დაამყნეს".

ლ ერთ-ერთ წინასწარ ჩვენებაზე სცენისას, როცა ჯეკ ლემონი თავისი ნიშნობის შესახებ განაცხადებს, დარბაზში ხალხი იმდენ ხანს ხარხარებდა, რომ დიალოგის გაგრძელების მოსმენა შეუძლებელი იყო. ამიტომ ამ სცენაში ხანგრძლივი პაუზები და ჩხარუნებით თამაში შეიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კინოგაქირავებაში ფილმმა შემოსავლით თავის ბიუჯეტს - 5 მლნ დოლარს შვიდჯერ გადააჭარბა, ხოლო 2001 წელს ყველა დროის საუკეთესო კომედიად აღიარეს, ერთადერთი "ოსკარი" შავ-თეთრ ფილმში კოსტიუმებისთვის აიღო.

ნატა ენუქიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება