ნანი ბრეგვაძე იუბილარია

ნანი ბრეგვაძე იუბილარია

საქართველოს სახალხო არტისტი, ნანი ბრეგვაძე იუბილარია. 21 ივლისს მას 77 წელი შეუსრულდა. როგორც მომღერალმა სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბრისას აღნიშნა, მისი დღეობა წელსაც, ტრადიციულად, უხმაუროდ ჩაივლის.

"ჟურნალისტები რომ არა, ეს დღე არც გამახსენდებოდა. თქვენი წყალობით ასაკს ვერ ვივიწყებ. ყოველ წელს მახსენებთ, რამდენი წლის ვარ", - ამბობს მომღერალი, რომელიც დაბადების დღის საჩუქრებზეც კი უარს ამბობს:- "ყვავილების მიღებაც არ მიყვარს, გული მტკივა, რამდენიმე დღეში დამჭკნარ თაიგულს ნაგავში რომ ვაგდებ", - აცხადებს იუბილარი, რომელსაც დაბადების დღე ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.

"თქვენი შემოქმედება თანამედროვე ესტრადის ისტორიაში ყველაზე კაშკაშა ფურცელია. თქვენი შესანიშნავი ხმისა და საშემსრულებლო ნიჭის წყალობით, მსოფლიოში დამსახურებული აღიარება მოიპოვეთ", - ნათქვამია ლუკაშენკოს მილოცვაში, რომელსაც ბელორუსის პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ნანი ბრეგვაძეს ასაკზე საუბარი არ უყვარს. ამის მიუხედავად, მაინც მოუხდა რამდენიმე განმარტების გაკეთება.

"ძველ პასპორტში დაბადების წელი შეცდომით ეწერა - 1938 წლის 21 ივნისი. ახალ დოკუმენტებში კი შეცდომა გამოასწორეს და 1936 წელი ჩამიწერეს, თუმცა ივნისი მაინც შეცდომით დარჩა. მართალი გითხრათ, სულ ერთია, პასპორტში რას ჩაწერენ - არც ვიპრანჭები და არც გათხოვებას ვაპირებ. პირიქით, მიხარია, რომ ამ ასაკში ჯანმრთელი ვარ, მუშაობა შემიძლია და რაც მთავარია, ისევ ვმღერი", - აცხადებს მომღერალი.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება