რას აიძულებდა ნიკო ბერიძე "მაგთიფანში" გამარჯვებულ ძმას

რას აიძულებდა ნიკო ბერიძე "მაგთიფანში" გამარჯვებულ ძმას

"მაესტროს" მუსიკალური პროექტი "მაგთიფანი" დასრულდა. გამარჯვება გიორგი ბერიძემ მოიპოვა. ბენდისთვის, რომელიც გამარჯვებულს უნდა შეექმნა, გიორგიმ შემდეგი კონკურსანტები აირჩია: აკე პატარაია, ანრი ღუდუშაური და თორნიკე ყიფიანი. როკჯგუფი მალე ტურნეს დაიწყებს საქართველოს მასშტაბით, ამბობენ, მათი გამოჩენა შოუბიზნესს "ააფეთქებს".

კონკურსის გამარჯვებული გიორგი ბერიძე, ძმასთან - "ჯეოსტარელ" ნიკო ბერიძესთან ერთად ჩავწერეთ.

- ნიკო, რამდენადაც ვიცით, ძმა შენ დაიყოლიე ამ კონკურსში მონაწილეობაზე. ეს როგორ მოახერხე?

- ალბათ თვითონაც მოჰბეზრდა ასეთი ცხოვრება. თავის საქმეს ბათუმში მანამდეც აკეთებდა, მაგრამ არ ჩანდა, საზოგადოება არ იცნობდა. ერთ ჯგუფში ვმღეროდით ორივე, "ჯეოპლანეტი" ერქვა. კონცერტები გვქონდა. ვიყავით ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის წამყვანი სოლისტებიც. სულ ვეუბნებოდი ჯერ კიდევ "ჯეოსტარის" დროს, რომ მონაწილეობა მიეღო რომელიმე მუსიკალურ პროექტში, მაგრამ უარზე იყო. ერიდებოდა, კომპლექსი ჰქონდა. ყველაზე მეტად კასტინგზე უმუსიკოდ სიმღერის ერიდებოდა. ისე, ცუდი მომენტია მართლა, როცა გადიხარ კასტინგზე, გიყურებს ვიღაც სამი ტიპი და უმუსიკოდ უნდა იმღერო, მიკროფონის გარეშე.

- ამჯერად როგორ დაიყოლიე?

- მკაცრად ვუთხარი, უნდა წახვიდე, თუ არადა, შენს თავს დააბრალე-მეთქი. ერთხელ ვუთხარი, მეტი არ დამჭირდა.

გიორგი:

- "ჯეოსტარზე" გასვლასაც მაიძულებდა.

ნიკო:

- იმ წელს მინდოდა გასულიყო, როცა მე ვიყავი.

გიორგი:

- ორივე ვიმალებოდით და ბოლოს მაინც ნიკო გავიდა.

- ნიკო, შენც არ გინდოდა მონაწილეობა?

- მე უბრალოდ არ მეცალა. იმ პერიოდში სპექტაკლები მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს ბევრი საქმის ერთად კეთება და კარგადაც გამომდის, ამ მომენტში მაინც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

- როგორ განვლო ამ სამმა თვემ ორივესთვის, რაც გიორგი "მაგთიფანში" იყო?

გიორგი:

- ნაზავი იყო და ვერ მივხვდი რისი. ვიღლებოდი, თან არ ვიღლებოდი. ნევროზიც ავიკიდე. ჩაკეტილმა სივრცემ და დასჯამ გამოიწვია. ძალიან ცუდი კონკურსანტი ვიყავი, არ ვემორჩილებოდი წესებს. სულ დასჯილი ვიყავი ამის გამო. არაესთეტიკური ვიზუალისა და ბილწსიტყვაობის გამო ბევრჯერ დავისაჯე.

- არაესთეტიკური ვიზუალის გამო?!..

- ტრუსით დავტანტალებდი, ვიგინებოდი... საინტერესო და სასარგებლო იყო ის, რომ ბევრი რამ ვისწავლე, ყველაზე მაგარი პედაგოგები გვყავდა, ჩაჩი და მანანა მორჩილაძე.

ნიკო:

- ისეთ აზარტში ვიყავი, ერთი სერია არ გამომიტოვებია. თუ ღამით ვერ ვნახავდი, დილით ტელევიზიაში თანამშრომლებთან ერთად ვუყურებდი გამეორებას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება