კენი უესტმა პაპარაცი სცემა

კენი უესტმა პაპარაცი სცემა

ვარსკვლავ კიმ კარდაშიანის საყვარელმა რეპერმა კენი უესტმა ლოს-ანჯელესის აეროპორტში პაპარაცი სცემა. კენი პირად მცველთან ერთად მგზავრობდა.

რეპერს გარშემო 5 პაპარაცი შემოეხვია - მას ფოტოაპარატების დანახვაზე რეაქცია არ ჰქონია. თუმცა, ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ვარსკვლავს კითხვები დაუსვა. რეპერი ფოტოგრაფს არაფერს პასუხობდა და გზის გაგრძელებას უშედეგოდ ცდილობდა. ყველასთვის მოულოდნელად, რეპერი პაპარაცისკენ გაიწია და სცემა. მან პაპარაცს ფოტოაპარატიც წაართვა. ფოტოგრაფი დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოჩნდა.

ინციდენტთან დაკავშირებით რეპერი ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს - პრესისთვის ოფიციალური კომენტარი არც მის წარმომადგენელს გაუკეთებია.

მომზადებულია hollyscoop.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება