უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცები საავადმყოფოში მოათავსეს

უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცები საავადმყოფოში მოათავსეს

დასავლეთ უკრაინაში NATO-ს საერთაშორისო სამხედრო სწავლება Rapid Trident 2013-ში მონაწილე ჯარისკაცები საავადმყოფოში მოათავსეს. ეს ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომაც ოფიციალურად დაადასტურა. უწყების თქმით, ჯარისკაცების საავადმყოფოში მოთავსება აკლიმატიზაციას უკავშირდება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, 20 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი საკვებით მოწამვლა გახდა. უფრო ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, საკვები პროდუქტით მოწამვლის დიაგნოზით უკრაინის საავადმყოფოებში 15 რუმინელი ჯარისკაცი მოათავსეს. მაგრამ ოფიციალური თავდაცვის უწყება მოწამვლას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების შეუძლოდ გახდომის მიზეზი ადგილობრივი კლიმატის შეუჩვევლობითაა განპირობებული.

საერთაშორისო სწავლება Rapid Trident 2013 8 ივლისს დაიწყო და მასში 19 ქვეყნის დაახლოებით 1300 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლება ლვოვის ოლქში "იავოროვის" სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობს. მისი მიზანი ტერორიზმთან ბრძოლაში ჯგუფური ოპერაციების ჩატარება და შეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფაა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე