ქეთი მელუამ ქმარი აამღერა

ქეთი მელუამ ქმარი აამღერა

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას ქმარი, მოტომრბოლელი ჯეიმს ტაუზლენდი სპორტს დიდ პატივს სცემს, მაგრამ პირველ სიყვარულს - მუსიკას დაუბრუნდა. ჯეიმსი სოლო კარიერის შექმნაზე ზრუნავს.

მისი ბენდი "Toseland" ინტერნეტ-სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აპრილში ახალი სიმღერის "ცხოვრება მშვენიერია" პრემიერა სოციალურ ქსელებში შედგა. ბენდში 5 წევრია, მათ შორის ქეთი მელუას ძმა ზურაბი. ზურაბ მელუა როკ-მუსიკითაა გატაცებული და სხვადასხვა ბენდში უკრავდა. ის წარმატებული გიტარისტია. ვარსკვლავის ძმა გიტარაზე 14 წლიდან უკრავს. ზურაბი "Toseland"-ის შეუცვლელი წევრია.

როგორც დასავლური მედია წერს, ქეთი მეუღლის მუსიკალური კარიერის შექმნაში აქტიურადაა ჩართული. პაპარაცები ქეთის ხშირად ხედავენ სტუდიაში, სადაც მისი მეუღლე და ძმა მუშაობენ.

მომზადებულია toselandmusic.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება