ქეთი მელუა თვითმფრინავიდან გადმოხტა

ქეთი მელუა თვითმფრინავიდან გადმოხტა

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა 4000 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტით გადმოხტა. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ვარსკვლავმა ამით ბრიტანული სამეფო ლეგიონის ახალ საზაფხულო კამპანიას Poppy Picnics-ს დაუჭირა მხარი, შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებაზე დაიხარჯება და ბრიტანული სახელმწიფო ლეგიონის წევრებს და მათ ოჯახებს მოხმარდება.

"ეს იყო დაუჯერებელი გამოცდილება. ეს არ იყო ჩემი პირველი გადმოხტომა თვითმფრინავიდან, მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი პიკნიკი ცაში! ახლაც ძალიან მეშინია, მაგრამ მიყვარს გადმოხტომამდე ამ შიშის დაძლევა. მე ამაყი ვარ, რომ მხარში ვუდგავარ Poppy Picnic-ს ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად", - განაცხადა მომღერალმა.

ქეთი მელუას მისი მეუღლე,  მოტომრბოლელი ჯეიმს ტაუზლენდიც შეუერთდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება