ბეტმენი და სუპერმენი ერთი ფილმის გმირები იქნებიან

ბეტმენი და სუპერმენი ერთი ფილმის გმირები იქნებიან

კინოს ისტორიაში პირველად, ბეტმენი და სუპერმენი ერთ ფილმში გამოჩნდებიან. ეს მოულოდნელი განცხადება, რომელმაც მილიონობით თაყვანისმცემლის გული გაახარა, რეჟისორმა ზაკ სნაიდერმა გააკეთა. სწორედ მისი გადაღებულია ბოლო ფილმი სუპერმენის შესახებ "ფოლადის ადამიანი".

კინოკომიქსებზე მომუშავე სცენარისტთა შეკრებაზე, რომელიც კალიფორნიაში, სან-დიეგოში გაიმართა, სნეიდერმა განაცხადა, რომ მომავალი ფილმის სცენარზე მუშაობა დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაციით, სურათის გადაღება მომავალ წელს დაიწყება, ხოლო ფილმი ორი ლეგენდარული სუპერგმირის მონაწილეობით, ეკრანებზე 2015 წელს გამოვა.

ინფორმაცია უკვე დაადასტურა სტუდია Warner Bros-მა. სუპერმენის როლს კვლავ ჰენრი კევილი შეასრულებს, ხოლო ვინ იქნება ბეტმენის როლის შემსრულებელი, ჯერ უცნობია.

ბეტმენი და სუპერმენი კომიქსების ყველაზე პოპულარული გმირები არიან. მათზე გადაღებულმა ბოლო ფილმებმა ("ბეტმენი:შავი რაინდის აღზევება" და "ფოლადის ადამიანი") საერთო ჯამში 1 მლრდ დოლარის მოგება მოიტანეს.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება