ნაწყენია თუ არა დიანა ღურწკაია მშობლებზე?!

ნაწყენია თუ არა დიანა ღურწკაია მშობლებზე?!

რუბრიკის სტუმარია რუსეთში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალბატონი დიანა ღურწკაია. იგი სხვა ქართველების მსგავსად 90-იან წლებში წავიდა რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში და წარმატებული კარიერაც აიწყო. დიანამ მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალზე რუსეთს არაერთი გამარჯვება მოუტანა. 2008 წელს კი ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარდგა. ორიოდე წლის წინ მომღერალმა და მისმა მეუღლემ პიოტრ კუჩერენკომ საქველმოქმედო ფონდი "გულის ძახილი" დააფუძნეს, რომლის ეგიდით მოსკოვში ფესტივალი "თეთრი ჯოხი" ტარდება, სადაც მონაწილეობენ უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. მათ შორის იყვნენ საქართველოდანაც, კერძოდ კი იმ სკოლა-ინტერნატის მოსწავლეები, რომელიც ერთ დროს თავად მომღერალმა დაამთავრა.

მომღერალს მოსკოვში, რესტორან "ჩერნომორსკაია რივიერაში" ვეწვიეთ:

- დედ-მამაზე ყოფილხართ ნაწყენი, რადგან სკოლა-ინტერნატში მიგაბარათ. თქვენს ბავშვობაზე გვიამბეთ, რა მოხდა?

- არა ნაწყენი კი არა ვარ, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, რადგან ოჯახიდან შორს ყოფნა გამიჭირდა. 7 წლამდე უბედნიერესი ბავშვობა მქონდა, სხვა ბავშვებისგან არ გამოვირჩეოდი, მეც ისევე დავრბოდი ეზოში, როგორც სხვები, ისევე ვთამაშობდი დახუჭობანას. მერე სკოლა-ინტერნატში მიმიყვანეს. სხვა გამოსავალი არც იყო, თუმცა გული მტკიოდა. დედის გარეშე ღამე განსაკუთრებით მძიმე იყო. ინტერნატში ძალიან თბილი მასწავლებლები და ძიძები მყავდა. იქ ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება, ცუდისა და კარგის განსხვავება, წიგნის სიყვარული. ამ ყველაფერს შინ ვერ ვისწავლიდი, რადგან მანებივრებდნენ... ინტერნატში კი სხვაგვარი რეალობის წინაშე დავდექი. ცოტა ხნის წინ ვიყავი ჩასული, აუცილებელი ნივთები ჩავიტანე, მომავალში მეტის გაკეთებას ვგეგმავ...

- მაგრამ პროფესიად მუსიკა აირჩიეთ..

- მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მჯეროდა, რომ ესტრადაზე ოდესმე მაინც გამოვიდოდი. ამაში დედ-მამაც ძალიან დამეხმარა და განსაკუთრებით ჩემი უფროსი ძმა რობერტი. ისე 4 დედმამიშვილი ვართ, ყველა ძალიან მიყვარს და თითოეულთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. მაგრამ რობერტი ჩემთვის ყველაფერია, ჩვენ შორის 16 წელია სხვაობა. ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე და იცის ჩემი ხასიათი...…ტყუილს ვერ ვიტან და პატიებაც მიჭირს.

- ხშირად გატყუებდნენ?

- ახლობლები ნაკლებად. რობერტმა იცის ხოლმე თქმა, ჯობია ჩემგან გაიგო სიმართლე, თორემ სხვამ შეიძლება არც კი გითხრასო. მას არასდროს მოვუტყუებივარ. ტყუილს ვგრძნობ, ისევე როგორც ყველა და არა იმიტომ, რომ რამე განსაკუთრებული გრძნობა მაქვს.

- რა ჰქვია მაგ გრძნობას?

- ქალური ინტუიცია. ცხოვრებისეული გამოცდილებაც მაქვს და ჩემი მოტყუება ცოტა რთულია. ამიტომ მომაწერენ ხოლმე, ამას რაღაც ზეგრძნობა აქვს განვითარებულიო. არა, ბატონო, ქალური ლოგიკის და ინტუიციის ამბავია.

- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ, ვინ არის თქვენი მეუღლე, სად გაიცანით?

- პეტრე ირინა ხაკამადამ გამაცნო. ხაკამადასთან ჩემს საქმეზე ვიყავი მისული და იურიდიულ საკითხებზე მასთან გადაგვამისამართა. იგი დღეს პროფესორია, პატრის ლუმუმბას სახელობის უნივერსიტეტში იურისპრუდენციაში ლექციებს კითხულობს. ასე გავიცანით ერთმანეთი, მერე დავმეგობრდით. ერთ დღესაც გასტროლებიდან ძალიან დაღლილი ჩამოვედი, პეტრე სახლში დამხვდა, ჩემები ყველანი სადღაც გაიფანტნენ, გავბრაზდი კიდეც, ეს კაცი რას შემატოვეს-მეთქი. ლაპარაკის თავიც არ მქონდა, მაგრამ რაღას ვიზამდი, ქართული სტუმართმოყვარეობის ამბავი ხომ იცით? ჰოდა, სიყვარულიც იმ დღეს ამიხსნა. თავიდან ძალიან გამიჭირდა დაჯერება, რადგან ჩემი მდგომარეობა კარგად მქონდა გაცნობიერებული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება