გიორგი ყიფშიძე - "ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე ხუთი წელი არ მახსოვს"

გიორგი ყიფშიძე -  "ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე ხუთი წელი არ მახსოვს"

გიორგი ყიფშიძის ცხოვრებაში უდარდელი წლები არ ყოფილა. ბებია-ბაბუამ გაზარდა, მამას სამ თვეში ერთხელ ნახულობდა. პროფესიის არჩევანში სრული თავისუფლება მისცეს. ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხუთი წელიწადი უაზროდ დაკარგა და ამის მიზეზსაც ამხელს. პანკობის პერიოდიც გამოიარა, ყურზე საყურით. პირველი ცოლი, კრისტი ყიფშიძე, მოიტაცა. უკვე ათი წელია ანისთან ცხოვრობს. მასთან წლისა და 3 თვის ალექსანდრე ჰყავს. ამბობს, რომ შვილთან დიდ დროს ატარებს, არ უნდა, მის პატარას მამა ისევე ენატრებოდეს, როგორც გიორგის მსახიობი მამა, ზურა ყიფშიძე.

- გიორგი, მოდი იმ გამოცდილებით დავიწყოთ, რომელიც მიიღე მშობლებისგან. ბავშვობაზე, უდარდელ წლებზე გვიამბე...

- უდარდელ წლებზე? ასეთი წლები არსებობდა ვინმეს ცხოვრებაში? ეტყობა, შენ უდარდელ ოჯახში გაიზარდე. მე ასეთი ოჯახი არ მქონია.

- აბა, როგორი გქონდა?

- დარდიანი.

- რაზე დარდობდით?

- ჯერ ერთი, მამა სულ გადაღებებზე იყო, სამ თვეში ერთხელ ვხედავდით. ბებიასთან გავიზარდე, დედაჩემის დედასთან. უდარდელი როგორ იყო, ბაბუაჩემი, ლევიკო თურმანიძე, კვირაში ორჯერ ისეთი მთვრალი მოდიოდა სახლში, იარაღს ისროდა. ნატყვიარები იყო ჭერში. მეც მასროლინებდა ხოლმე. ბებიაჩემს გული მისდიოდა ამაზე, ასე პატარას იარაღს რომ მასროლინებდა.

- რა პროფესიის იყო ბაბუა?

- პროფესიით კოლორიტი იყო (იღიმება), სუხიშვილების მოცეკვავე და ნაწილობრივ მსახიობიც, მოჩხუბარიც, ხულიგნობაზე სამჯერ იჯდა ციხეში... ბაბუა ძალით მაჭმევდა, უნდოდა, კუნთმაგარი გავმხდარიყავი. ისეთ რამეებს მაჭმევდა, რაც არ მიყვარდა. ვერ ვიტანდი მწვანილს, წვნიანსა და ლობიოს საწურში ვატარებდი. ამაზე გიჟდებოდა. ცურვაზე დავდიოდი, მიყვარდა. თბილისის ჩემპიონიც გავხდი. სწავლას მაძალებდნენ კიდევ. გარკვეული საგნები მიყვარდა, ისტორია, ბიოლოგია, მაგრამ მორცხვი ვიყავი, დაფასთან ვერ გამოვდიოდი და ცუდი ნიშნები მყავდა. რუსულის პედაგოგმა "მოწვა", რაც მჭირდა, შესვენებაზე გამომიძახებდა ხოლმე და ჩუმად ვუყვებოდი ლექსს, სხვებს რომ არ გაეგოთ. კარგი ნიშნები მყავდა რუსულში. 150-ე სკოლაში ვსწავლობდი დაწყებით კლასებში, მერე მე-6 სკოლაში გადამიყვანეს და ეს სკოლა დავამთავრე. ჩემი კლასელები იყვნენ ლაშა ბუღაძე, დები ბაგრატიონები, რატი ამაღლობელი.

- გიორგი, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. ეს პერიოდიც იყო ალბათ შენს ცხოვრებაში...

- რა თქმა უნდა, თან ისეთ უბანში გავიზარდე, აქ თავი თუ არ დაიმკვიდრე, სხვანაირად ქუჩაში ვერ გამოხვალ. "კრუტოი" ძმაკაცები მყავდა, ბაბულიკები, ქურდის ძმისშვილები. 16-17 წლის ასაკამდე ქუჩაში ვმუშაობდით. ბირჟას რიგრიგობით ვამაგრებდით, რაზბორკები გვქონდა, ზოოპარკში ტიპებს ქურთუკებს ვხდიდით. ძაან სერიოზულად "ვმუშაობდით", თან ვიზრდებოდით. კვიპროსიდან რომ ჩამოვედი, მივხვდი, სისულელე იყო ეს ყველაფერი, "და დაბრა ნი დავიდიოტ" და ჰიპებისა და პანკებისკენ ავიღე გეზი. დისლოკაციის ადგილი შეიცვალა. ვაკის პარკში გადავინაცვლე. დიმა დადიანთან და ეგეთ ტიპებთან დავიწყე "დვიჟენია". ვაკის პარკში ვიღვიძებდი სკამზე, სერიოზულად ვლოთობდი. პარალელურად თეატრალურში ვსწავლობდი. თავიდან სარეჟისოროზე ვსწავლობდი, მერე სამსახიობოზე რომ გადავედი, გოგა მარგველაშვილთან, მომინდა პროფესიისთვის სერიოზულად შემეხედა. ქათინაურები მითხრა გოგამ და ეტყობა ამან იმოქმედა.

- საკმაოდ რთული პერიოდი იყო, ნარკოტიკი, წამალი, ყაჩაღობა, ცდუნების წინაშე არ მდგარხარ?

- დიდი ხანი ვიყავი ნარკოტიკზე დამოკიდებული, ხუთი წელი. ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე ხუთი წელი არ მახსოვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება