კამერონ დიასი ბრენდის მხატვრული დირექტორი გახდა

კამერონ დიასი ბრენდის მხატვრული დირექტორი გახდა

მსახიობი კამერონ დიასი ფრანგული მოდური ბრენდის Pour La Victoire-ის მხატვრული დირექტორი გახდა.

"ვიცი იმ პროექტზე მუშაობა, რომელიც მართლაც საინტერესოდ მეჩვენება. მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭირო იქნბა და საუკეთესო შედეგის იმედი მაქვს", - აღნიშნა ვარსკვლავმა.

კამერონი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ფეხსაცმლისა და ჩანთების ახალი კოლექციის შექმნაში. ასევე დიასის მოვალეობებში შედის კომერციული დაგეგმარება, ბრენდის მარკეტინგის მართვა და რეკლამის საკითხი.

მსახიობმა მედიას უკვე გაუმხილა სამომავლო გეგმები. დიასი, როგორც Pour La Victoire-ის მხატვრული ხელმძღვანელი, მომხმარებლებს ფეხსაცმლის ფუნქციონალობის გაზრდას პირდება. ასევე ვარსკვლავს სურს, რომ ბრენდის ჩანთები ჯიბეების დამატებით უფრო პრაქტიკულ აქსესუარად აქციოს.

"თუ ჩანთაში 500 დოლარს იხდით, ის თქვენთვის ნამდვილი ცხოვრებისეული პარტნიორი უნდა გახდეს. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია გოგონებისთვის კარგი ჩანთის შეძენა", - აღნიშნა კამერონმა.

დიასის ახალი კოლექცია გაზაფხულზე გამოვა. მსახიობი ასევე მონაწილეობას მიიღებს ბრენდის სარეკლამო ფოტოსესიაში, რომლის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ტერი რიჩარდსონი იქნება.

"მე მიყვარს მოდა, ის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ადამიანები დიდი ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რა მაცვია, ხოლო მე, ჩემის მხრივ, სხვები შთამაგონებენ", - აღნიშნა კამერონ დიასმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება